დიახ,
მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ, როცა დაეცემა ვაცდი
როდის წამოდგება თვითონ. დადგება დრო, როცა მე აღარ ვეყოლები სიახლოვეს და ნებისმიერი
წაბორძიკებიდან დამოუკიდებლად ამოდგომა უნდა ისწავლოს და შეძლოს. არაა ამისთვის პატარა,
ასე ვფიქრობ მე!
დიახ,მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ,
რომ, როცა დაეცემა და რამეს იტკენს, მაშინვე არ ვპანიკდები. არ მინდა გავუმყარო ვარაუდი, რომ მის თავს რაღაც მოხდა. სჯობს
იცოდეს, რომ ყველაფერი დაძლევადია, და ამის სჯეროდეს კიდეც.
დიახ,მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ,
რომ ულუფას გამოზომილად ვაძლევ და ვცდილობ ზედმეტად არ იკვებოს. ნორმირებული და რეჟიმში
ჭამა ხომ სიჯანსაღის ერთ-ერთი გზაა?! ჯანსაღი კვება,
ჯანსაღი გონების პირდაპირ პროპორციულიაო ამბობენ და მჯერა მე!
დიახ,მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ,
რომ ნებისმიერი წამოტირებისას ხელში არ ამყავს. ძლიერ ქალებს ცრემლი და წუწუნი არ სჩვევიათ.
პატარაა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ძლიერია და ჭირვეულობა არ შეშვენის. უნდა დედა? გაიღიმოს
და ჩავეხუტები! დიპლომატია ამ ასაკშიც გამოსადეგია.
დიახ,მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ,
რომ ვაძლევ ჩემი თვალისგან მოშორებით თამაშის უფლებას. საკუთარი თავის იმედიც და რწმენაც
უნდა ჰქონდეს. გაიზრდება და ისწავლის, ვერაფერი ნუგეშია. უკვე ზრდის პროცესშია და ამიტომ
სწორად უნდა გაიზარდოს, რომ მერე ასევე, სწორად ისწავლოს.
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ვასწავლი საქანელაზე
ასასვლელ კიბეებზე ფეხი როგორ უნდა დადგას და ხელს ვუშვებს. დანარჩენს თვითონ იზამს
და აკეთებს კიდეც, თან სწორად. 1.3 თვისაა, მაგრამ ვიცი რომ მიზანდასახული და ძლიერი
ქალია. მიზნისკენ ჯიუტად და სიფრთხილით მიიწევს,
ვიმედოვნებ, მუდმივად გამარჯვებით დაამთავრებს. არ მინდა მის თვალზე გულისტკენის
ცრემლი ვნახო. სიხარულის კი ბატონო იყოს რამდენიც გინდათ!!!
ქეთი გიგოლაშვილი
ბრწყინვალეა!
ReplyDelete💖💖💖 magari sityvebia ❤❤
ReplyDeletease vzrdi mec chem shvilebs...rom dzlierebi iyvnen da tavi gaitann am cxovrebashi...
ReplyDeleteმოხარული ვიქნები თუ ასეთი დედები მრავლად იქნებიან საქართველოში და ჯანსაღ თაბებს აღზრდიან! მათ შორის ერთ ერთი მეც ვიქნები!
ReplyDeletemec am metodebit gavzarde chemi shvili da ...is axla ushishari, damoukidebeli,mizandasaxuli da dzlieri pirovnebaa.me amayi var.
ReplyDeletexo magram bavshvs deda swirdeba ara tviton zrda ! bavshvi 1.3 saa mere vin icis dedamisi abuchad aigdos !
Deleteაღზრის სწორი და არაჩვეულებრივი მეთოდი. ასეც უნდა იყოს.
ReplyDeleteამ სტილით აღზრდილი გოგოები ხშირად გაუთხოვრები რჩებიან იფიქრეთ ამაზეც
ReplyDeleteსაკუთარი პროგრესული აზროვნების აფიშირება ამპარტავნებაა, გავიგეთ მაგარი დედა ხართ, სხვებმა რა ვქნათ? მოგბაძოთ? ვეცდებით, ოღონდ აი არ ვიცი გაგიტოლდებით თუ არა
ReplyDeleteMec ese vzrdi chem shvils bichia kacad unda gaizrdos da ara dedis kaltas gamokerebul chmorad dedobrivi siyvaruli imas ar nishnavs rodesac bavshvi caikceva kivili daicyoo an tirili bevr rames urevs es xalxi ertmanetshi ...
ReplyDeleteბ612: დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს! >>>>> Download Now
ReplyDelete>>>>> Download Full
ბ612: დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს! >>>>> Download LINK
>>>>> Download Now
ბ612: დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს! >>>>> Download Full
>>>>> Download LINK