Showing posts with label გამოიყენე სკოლაში. Show all posts
Showing posts with label გამოიყენე სკოლაში. Show all posts
თმის ვარცხნილობის იდეები ბავშვებისათვის
Posted in
Labels:
გააკეთე მარტივად DIY,
გამოიყენე სკოლაში
9/14/15
პირველი დღე სკოლაში - ფოტო-იდეები
Posted in
Labels:
ბავშვთა ფოტოგრაფია,
გამოიყენე სკოლაში
9/3/15
პირველი დღე სკოლაში - ეს დღე ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლის. ეს არის ცხოვრების ახალი საფეხური, ცხოვრების ახალი სტილი და დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის პირველი ნაბიჯი. როგორც წესი, მშობლები ცრემლებს ვერ იკავებენ ხოლმე, ბავშვებს კი სიახლის მოლოდინი და ინტერესი უბრწყინებთ თვალებს.
განსაკუთრებული მომენტების ფოტოზე აღბეჭდვა აღარ არის არც გასაკვირი, არც ხელმიუწვდომელი. როგორც ყოველთვის, მთავარი ორიგინალური იდეებია.
გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც თქვენს შვილს ყველაზე სათუთ და საუკეთესო მოგონებებს შეუნახავს.

გაკვეთილების ცხრილი
Posted in
Labels:
გამოიყენე სკოლაში,
რჩევები მშობლებს
9/2/15
ახალი სასკოლო წელი ახლოვდება და ჩვენც თქვენთან ერთად ვემზადებით ამ დღისათვის. ვფიქრობთ, რა მოვამზადოთ თქვენთვის ისეთი, რომ გაგილამაზოთ სკოლის დღეები.
დღეს შემოგთავაზებთ გაკვეთილების ცხრილებს. შეგიძლიათ, ფერად პრინტერზე ამობეჭდოთ და შეავსოთ თქვენი განრიგის მიხედვით.
ცხრილები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დღეს შემოგთავაზებთ გაკვეთილების ცხრილებს. შეგიძლიათ, ფერად პრინტერზე ამობეჭდოთ და შეავსოთ თქვენი განრიგის მიხედვით.
ცხრილები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
როგორ გავალამაზოთ რვეულის ყდა?
Posted in
Labels:
გააკეთე მარტივად DIY,
გამოიყენე სკოლაში
8/23/15
სკოლის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა, მაგრამ ალბათ უკვე ემზადებით. მთელს სამზადისში ყველაზე სასიამოვნო სასკოლო საკანცელარიო ნივთების შერჩევაა. რვეულები, პასტები, ბლოკნოტები, ფანქრები, საშლელები, პენალი, ჩანთა, ფაილი... კიდევ ათასი წვრილმანი. რაც უფრო ლამაზი და ორიგინალურია ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები, მით დიდია მათი ხალისით გამოყენების ალბათობა.
არჩევანი დიდია, მაგრამ ბავშვების დაკვეთა ხშირად ექსკლუზივებამდე მიდის. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ შემოქმედებით და სახალისო იდეებს, რომლებიც რვეულების და ბლოკნოტების ყდის მოხატვას ეხება.
არჩევანი დიდია, მაგრამ ბავშვების დაკვეთა ხშირად ექსკლუზივებამდე მიდის. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ შემოქმედებით და სახალისო იდეებს, რომლებიც რვეულების და ბლოკნოტების ყდის მოხატვას ეხება.
მხიარული სანიშნეები
Posted in
Labels:
გააკეთე მარტივად DIY,
გამოიყენე სკოლაში
8/19/15
ბავშვისთვის წიგნის კითხვა მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, თუ მისთვის ეს პროცესი სახალისოა. წიგნების და ბავშვების ურთიერთობაზე მომავალში კიდევ ბევრჯერ დავწერ, მაგრამ ახლა მინდა ყურადღება სანიშნეებზე გავამახვილო.
ხელნაკეთი, ფერადი და ლამაზი სანიშნე წიგნთან მისვლის ერთ-ერთი მოტივაციაა. თუკი სანიშნეს ჩვენი ხელით დავამზადებთ და პროცესს შემოქმედებითად მივუდგებით, ბავშვის და წიგნის დამეგობრების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება.
წარმოგიდგენთ მარტივი ხელნაკეთი სანიშნეების რამდენიმე ნიმუშს:

Subscribe to:
Posts (Atom)