Showing posts with label დედის დღიური. Show all posts
Showing posts with label დედის დღიური. Show all posts

დედობა, როგორც პროფესია


ზუსტად, წელიწადი და სამი თვეარაც ყველაზე საპასუხისმგებლო, სასიამოვნო, ღირსეულ და ჩემს ცხოვრებაში უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში მოვხვდი. 9 თვე ვემზადებოდი სულ მარტო. წასაკითხ ლიტერატურასაც მე თვითონ ვარჩევდი და ჩავაბარე. 17 ივნისს გავიგე, რომ ჩავირიცხე. საღამოს 19:25 საათი იყო ლამაზთვალება გოგონა ეშმაკური გამოხედვით ჩემს მკერდზე იწვა. სრულიად შიშველი, უმწეო, მარცხენა ხელის ცერა თითი პირში სოსკასავით ედო, „აზრზე არ იყო სად იყო“. და ეს იმას ნიშნავდა, რომ მე დედა გავხდი. დ ე დ ა!

არც მაშინ ვიცოდი და დღესაც არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც ძალიან კარგს ნიშნავს.

თავიდანვე ძალიან თავდაჯერებულად ვზრდიდი, თითქოს ჩემი მეათე შვილი ყოფილიყო, არადა მანამდე 3.400 გრამიანი ადამიანი არათუ მჭერია ხელში, არც კი მყავდა ნანახი.

ნინის და დედიკოს პირველი „შეხვედრა“



ჩემი სამეცნიერო ფანტასტიკა ხარ

ჩემი გოგო უკვე დიდი გოგოა, კი არ მირტყამს მაზანზარებს, არადა თავიდან რამდენი დღე და ღამე სულგანაბული ვიჯექი და ვიწექი მისი პირველი გაფხაკუნება რომ არ გამომპარვოდა და არც გამომეპარა. მაშინაც რაღაცნაირად ნაზად „შემაზანზარა“, გული ამიბაგაბუგა და ეს რკინასავით მაგარი გოგო ამაქვითინა. იმ წამებს ხომ ვერავინ და ვერაფერი დამავიწყებს, ჩემი გოგოს პირველი გამარჯობა და პირველი კონტაქტი იყო დედიკოსთან, მამიკოსთან და გარესამყაროსთან, მანამდეც დასეირნობდა დედიკოს წიაღში, მაგრამ წყანარად, ჩუმად, თავისთვის...

3 გზა რომელიც უკეთეს დედად გაქცევთ



დედობა ძალიან რთულია. ამ ტვირთის გაძლება საკმაოდ ძნელია. მე დედა პირველად 20 წლის ასაკში გავხდი და მას შემდეგ 4  შვილი გავაჩინე.

ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს მივხვდი და მათ შორის იმასაც, როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს.

ნუ დაიდანაშაულებთ თავს

როცა ხარ მშობელი ათასმა წვრილმანმა  შეიძლება თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს. მაგალითად: იმან, რომ დღეში 4 ათასი ფინჯანი ყავის დალევა გიწევს, სხვანაირად ფხიზლად ვერ ხარ; იმან, რომ ბავშვებს სადილად „კარტოფილი ფრი“ აჭამე; იმან, რომ დაამთქნარე; იმან, რომ ტელევიზორს უყურებ; იმან, რომ ბავშვმა იტირა, რადგან ძირს დასვი და შენ აბაზანაში შეხვედი სამი დღის დაუბანელი იღლიების დასაბანად; იმან, რომ მაცივარი სავსე გაქვს არაეკოლოგიური საკვებით; იმან, რომ მაცივარში ხილი და ქათამი ერთად გიდევს; იმან, რომ ხილმა შესაძლოა ქათმისგან შეიწოვოს ბაქტერია „სალმონელა“; იმან, რომ რაღაცები ჭუჭყიანია, მიუდედავად იმისა, რომ შენ არ დაგისვრია. თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს ისიც, რომ მაკარონი და ყველი  დროულად არ მოათავსე კონტეინერში; ისიც, რომ ბავშვის საფენი რატომღაც სუფთაა; გლობალური დათბობაც; ბელგიური ვაფლიც სადილად და მოკლედ ყველაფერი.

როგორ შევარჩიოთ ძიძა?


თანამედროვე საზოგადოებაში ძიძის აყვანისა და შერჩევის თემა აქტუალურია. ბოლო წლებში საქართველოშიც სულ უფრო და უფრო იმატა მსგავს სერვისზე მოთხოვნილებამ.

საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, შინ და გარეთ არსებობენ ბევრი მრჩეველები, რომელიც საკუთარ აზრს გიზიარებენ. ან სულაც, არსებობს ტრენდული ქცევების მთელი კასკადი, რომელიც ძიძის შერჩევასა და გაკონტროლებაში გამოიყენება.  

მე, როგორც რიგითმა დედამ, რომელმაც ძიძა რამდენიმე თვის წინ ავიყვანე, მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და დაკვირვება.
Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy