როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვმა თავი დაარტყა



რა გავაკეთო თუ ჩემი შვილი დაეცა და თავი დაარტყა?

ეს არის აქტუალური კითხვა, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს. ახალფეხადგმული ბავშვის დაცემა ან საიდანმე გადმოვარდნა საკმაოდ ხშირია, ამტომ საჭიროა ყველა მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს და რაზე გაამახვილოს ყურადღება.

თუ თქვენი შვილი საწოლიდან, სკამიდან ან კიბიდან გადმოვარდა, პირველ რიგში უნდა დაუთვალიეროთ თავი და ზურგი, რადგან სწორედ თავზე და ზურგზე არსებული ტრამვებია ყველაზე საყურადღებო.

უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს არ აქვს მოტეხილობა და არც თავის ტრამვა. შესაძლოა, დაცემა იყოს ძლიერი, მაგრამ ბავშვის ძვლები რბილია და ისინი ადვილად არ ტყდება.

თუ დაცემის შემდეგ თქვენი შვილი კარგად გამოიყურება და აქტიურიც არის, უფრო დიდი შანსია იმის, რომ მან სერიოზული დაზიანება არ მიიღო. განაგრძეთ დაკვირვება 24 საათის განმავლობაში და თუ სულ ცოტა განსხვავება მაინც შენიშნეთ მის ადრინდელ და დაცემის შემდგომ მოქმედებას შორის, მიმართეთ ექიმს.

ტრამვის მიღების შემდგომ, არ გადაწყვიტოთ, რომ ბავშვმა უნდა დაიძინოს და ასე დამშვიდდეს. ძილის დროს შესაძლოა რაღაც გამოგეპაროთ. ბავშვი აუცილებლად ფხიზლად უნდა იყოს, რომ თქვენ შეძლოთ მასზე დაკვირვება.



შემთხვევები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ცენტრში:
  • თუ ბავშვმა გონება დაკარგა ან სუნთქვა უჭირს;
  • თუ მას აქვს სისხლდენა;
  • თუ კრუნჩხვა დაეწყო;
  • თუ არ გპასუხობთ და არაფერზე რეაგირებს;
  • თუ აქვს მოტეხილობა;
  • თუ დაუზიანდა თავის ქალა;
  • თუ მიიღო ტვინის შერყევა (ამის დასადგენად დააკვირდით ბავშვს: თუ ის კარგადაა, არ უნდა იყოს მოსუსტებული და მოტორული უნარებიც არ უნდა ჰქონდეს დაქვეითებული).;
  • თუ ტვინი დაუზიანდა (ამის დასადგენად დააკვირდით თვალის გუგებს, ისინი არ უნდა იყოს სხვადასხვა ზომის და უცნაურად არ უნდა მოძრაობდეს).
  • თუ ხანგრძლივად ტირის ან კივის (ეს შეიძლება ნიშნავდეს შიდა დაზიანებებს ან შიდა სისხლჩაქცევას).



შვილი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავაჩინე!


არასდროს მესმოდა, მშობლები რომ ამბობდნენ რძლებსა ან სიძეებზე, ჩვენ ხომ მას მეუღლე გავუჩინეთ და პატივი უნდა გვცესო. ეს ალბათ, ყველა ჩვენგანს მოუსმენია. მე ახლახანს გავიგე, მამა შვილს, საკუთარ შვილს ეუბნებოდა, დედაა შენი, ცხრა თვე მუცლით გატარა, გაგზარდა და ვალდებული ხარ პატივი სცეო. გულწრფელად გავოცდი, ნამდვილად გავოცდი!

დღეს მეც დედა ვარ, უკვე იცნობთ ჩემს გოგოსაც და ალბათ მეც. 1.7 თვისაა, გაიზარდა, ლაპარაკიც ვისწავლეთ, ლოყების სიფაფუკეც მოგვემატა და რა თქმა უნდა, წონაშიც საგრძნობლად მოვიმატეთ. მოკლედ უკვე ძალიან კარგი ძაფის გორგლები ვართ, უსაყვარლესი ტლიკინი ვიცით და ძალიან საყვარლები ვართ. დედა ვარ, და ვიცი ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტურადაც იმავეს ვიფიქრებდი ნინიზე.

დიახ, მე ერთი სამყარო მყავს



დედა რომ გქვია ნიშნავს, რომ შენთვის სამყარო ის ადამიან(ებ)ი არის, ვის შექმნასა და არსებობაშიც წვლილი მიგიძღვის. მე ასეთი ერთი სამყარო მყავს და ნინი ჰქვია. სწორედ მის გარშემო ტრიალებს ჩემი ფიქრი, საჭიროებები, სურვილები, ოცნებები, ტრიალებს და არასდროს ჩერდება. მინდა, ყველაფერი მისთვის და მასთან ერთად.

როცა უკვე გყავს შენი სამყარო და მას ნინი ჰქვია, შენ უკვე კი არ უნდა იარსებო, უნდა იცხოვრო! დიახ, იცხოვრო! ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა არსებობასა და ცხოვრებას შორის და როცა უკვე საკუთარი სამყარო გყავს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს - უნდა იცხოვრო!

როგორ ავიცილოთ თავიდან ბრტყელტერფიანობა


რა ასაკიდან ვლინდება ბავშვის ბრტყელტერფიანობა? ეს კითხვა ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს და შესაბამისად, აინტერესებთ ისიც, როგორ მოიქცნენ ამის თავის ასაცილებლად.

დაბადებისას ბავშვის ტერფები მოქნილი და რბილია, ის ასეთად რჩება მანამდე ვიდრე პირველ დატვირთვას ვერ მიიღებს. შემდეგ კი, ის დაიწყებს განვითარებას და საბოლოო სახეს 10-12 წლის ასაკში მიიღებს. 

დაახლოვებით 2 წლის ასაკში თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა ტიპის ტერფი ექნება თქვენს შვილს, თუმცა ბრტყელტერფიანობას ვერ განსაზღვრავთ. არსებობს 3 ტიპის ტერფი: 

1. დახრილი - ფეხის ცერა თითი დიდია ყველა დანარჩენზე;
2. მომრგვალებული - ფეხის მეორე ან მესამე თითი დიდია ყველა დანარჩენზე;
3. ოთხკუთხედი - ყველა თითი თანაბარი ზომისაა.

მე, ბებია, ბაბუა და ნინი



შვილი უნდა გაზარდოს დედამ! დიახ დედამ, აი, იმან, ვინც ცხრა თვე მუცლით ატარდა და შემდგომ გააჩინა, ხომ გესმით?! ამას მაშინაც ვამბობდი, როცა დედა არ ვიყავი და ახლაც სულ ვიმეორებ.

დამეთანხმებით ალბათ და ძალიან რთულია შვილს შენიშვნაზე ადექვატური რეაქცია ჩამოუყალიბო და შემდეგ მოსთხოვო მასზე რეაგირება, მაშინ როცა იცის, რომ სახლში დამცველი ან ხშირად დამცველთა მთელი არმია ჰყავს, რომლებიც მის ერთ წამოკრუსუნებაზე, წამოტირებაზე აღარაფერს ვამბობ, სწრაფად დაირაზმებიან და საწყალ დაუცველ პატარას დედის „კლანჭებისგან“ იხსნიან. ნინისაც, როგორც ალბათ სხვა პატარებსაც, არ გასჭირვებიათ ამისი დანახვა და დაფიქსირება და შედეგიც სახეზეა. დედა, მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ თუ უწყრება ხმის ამოუღებლად გარბის „ნუგეშის“ საძებნელად.

ბალერინას კაბა DYI



ალბათ ყველამ იცით, რომ ბავშვთა ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი დეკორაცია ბალერინას კაბაა. თუ თქვენი შვილისთვის მსგავსი სურათების გადაღება გსურთ, შეგიძლიათ კაბა ძალიან მარტივად "შეკეროთ". 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში



ჩვენს წინა პოსტში ვისაუბრეთ ბავშვის მეტყველების განვითარების ეტაპების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განვითარების ეტაპებს საკუთარი ტემპით გადის, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელივანი ქცევა, რომელიც მას ლაპარაკის სწრაფ სწავლაში დაეხმარება.

ლაპარაკი
კვლევები აჩვენებენ, რომ მშობლები, რომლებიც შვილებს ელაპარაკებიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ მათი მეტყველების განვითარებაში. არ არის აუცილებელი 24 საათი გაბმულად ელაპარაკოთ, მთავარია აღწეროთ რასაც აკეთებთ, მიუთითოთ რამეზე, დაუსვათ კითხვა ან უმღეროთ. ზოგიერთი ბავშვი სიტყვებს დამახიჯებულად ან არასწორად ამბობს, ამიტომ აუცილებელია თქვენ მას გამართული ენით ელაპარაკოთ.
Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy