ზღაპრული სამყარო "ლანჩ ბოქსებში"



ბო კოფრონი (Beau Coffron) სამი შვილის მამაა. ის სან ფრანცისკოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აქვს სამსახური და ჰობი, რომელმაც საჯარო აღიარება სწრაფად მოიპოვა. 

საქმე ეხება სადილის ყუთებს, ე.წ ლანჩ ბოქსებს.

"საჭმლისგან რაღაც ფიგურებს გამოვსახადვი ხოლმე თეფშზე და ეს გასართობი ძალიან მიყვარდა. ერთ დღეს გადავწყვიტე, ჩემი "შემოქმედება" ჩემი გოგონების ლანჩ ბოქსში გადამეტანა. ისინი აღფრთოვანდნენ. მეგობრებმა კი მირჩიეს, ეს ჰობი საქმედ მექცია,"- ამბობს ბო.


საბოლოოდ, მან შექმნა ბლოგი (lunchboxdad.com), რომელიც ძალიან პოპულარულია. ის მასზე ლანჩ ბოქსის გაფორმების ახალ-ახალ იდეებს ათავსებს და რეცეპტებსაც იქვე აქვეყნებს. 

ბოს ლანჩები ბავშვებს სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებს. საჭმლის ჭამა კი მათთვის ნამდვილი თავგადასავალი ხდება. 

"მე ამას სიყვარულით ვაკეთებ. ასეთი ლანჩ ბოქსის მომზადება არის ყოველდღიური სიყვარულის გამოხატულება. ეს არის საშუალება, რომ ჩვენს შვილებს ვუთხრათ და დავანახოთ, როგორ გვიყვარს ისინი. 
















0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy