რა გავაკეთო თუ ჩემი შვილი დაეცა და თავი დაარტყა?
ეს არის აქტუალური კითხვა, რომელიც ბევრ მშობელს აწუხებს.
ახალფეხადგმული ბავშვის დაცემა ან საიდანმე გადმოვარდნა საკმაოდ ხშირია, ამტომ საჭიროა
ყველა მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს და რაზე გაამახვილოს ყურადღება.
თუ თქვენი შვილი საწოლიდან, სკამიდან ან კიბიდან გადმოვარდა,
პირველ რიგში უნდა დაუთვალიეროთ თავი და ზურგი, რადგან სწორედ თავზე და ზურგზე არსებული
ტრამვებია ყველაზე საყურადღებო.
უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს არ აქვს მოტეხილობა და
არც თავის ტრამვა. შესაძლოა, დაცემა იყოს ძლიერი, მაგრამ ბავშვის ძვლები რბილია და
ისინი ადვილად არ ტყდება.
თუ დაცემის შემდეგ თქვენი შვილი კარგად გამოიყურება
და აქტიურიც არის, უფრო დიდი შანსია იმის, რომ მან სერიოზული დაზიანება არ მიიღო. განაგრძეთ
დაკვირვება 24 საათის განმავლობაში და თუ სულ ცოტა განსხვავება მაინც შენიშნეთ მის
ადრინდელ და დაცემის შემდგომ მოქმედებას შორის, მიმართეთ ექიმს.
ტრამვის მიღების შემდგომ, არ გადაწყვიტოთ, რომ ბავშვმა
უნდა დაიძინოს და ასე დამშვიდდეს. ძილის დროს შესაძლოა რაღაც გამოგეპაროთ. ბავშვი აუცილებლად
ფხიზლად უნდა იყოს, რომ თქვენ შეძლოთ მასზე დაკვირვება.
შემთხვევები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა დარეკოთ
გადაუდებელი დახმარების ცენტრში:
- თუ ბავშვმა გონება დაკარგა ან სუნთქვა უჭირს;
- თუ მას აქვს სისხლდენა;
- თუ კრუნჩხვა დაეწყო;
- თუ არ გპასუხობთ და არაფერზე რეაგირებს;
- თუ აქვს მოტეხილობა;
- თუ დაუზიანდა თავის ქალა;
- თუ მიიღო ტვინის შერყევა (ამის დასადგენად დააკვირდით ბავშვს: თუ ის კარგადაა, არ უნდა იყოს მოსუსტებული და მოტორული უნარებიც არ უნდა ჰქონდეს დაქვეითებული).;
- თუ ტვინი დაუზიანდა (ამის დასადგენად დააკვირდით თვალის გუგებს, ისინი არ უნდა იყოს სხვადასხვა ზომის და უცნაურად არ უნდა მოძრაობდეს).
- თუ ხანგრძლივად ტირის ან კივის (ეს შეიძლება ნიშნავდეს შიდა დაზიანებებს ან შიდა სისხლჩაქცევას).
1 comments:
ბ612: როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვმა თავი დაარტყა >>>>> Download Now
>>>>> Download Full
ბ612: როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვმა თავი დაარტყა >>>>> Download LINK
>>>>> Download Now
ბ612: როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვმა თავი დაარტყა >>>>> Download Full
>>>>> Download LINK
Post a Comment