როგორ მოვაწყოთ ბავშვის სამეცადინო კუთხე


ბავშვის სამეცადინო კუთხის მოწყობა საპასუხისმგებლო საქმეა. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ვიდრე პირველკლასელი ბავშვის მშობელი მაგიდის დიზაინსა და განსათავსებელ ადგილს შეარჩევს, უმჯობესია, შვილი ორთოპდთან და ოფთალმოლოგთან წაიყვანოს კონსულტაციაზე, შემდეგ კი მისი რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

გარდა იმისა, რომ სამეცადინო კუთხე უნდა იყოს უსაფრთხო ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის (არ განუვითარდეს სქოლიოზი ან სხვა პრობლემა), ის ასევე უნდა იყოს მისი საყვარელი ადგილი. ადგილი, სადაც დროს სიამოვნებით გაატარებს.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:


1. მაგიდის ზომა უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე. ის არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი უნდა იყოს;

2. სამეცადინო მაგიდის განსათავსებლად, უმჯობესია, შევარჩიოთ ისეთი ოთახი, რომელიც ნაკლებ ხმაურიანია. შემდეგ კი შევარჩიოთ ოთახის ის კუთხე, რომელიც უფრო ახლოსაა ფანჯარასთან. ფანჯრიდან შემოსული შუქი პირდაპირ უნდა ანათებდეს ბავშვის მაგიდას;

3. ჰკითხეთ ბავშვს  საყვარელი ფერი და ეცადეთ ერთ ტონალობაში გააფორმოთ მისი კუთხე. ბევრი ფერი თვალების გადაღლას უწყობს ხელს;


4. დიზაინის თვალსაზრისით, უმჯობესია, მოიფიქროთ თემა, რომელსაც გამოიყენებთ დეკორაციის შერჩევისას. მაგალითად, კატა, ბუ, დათუნია და ა.შ.;

5. არავითარ შემთხვევაში არ დასვათ ბავშვი უზურგო სკამზე. სკამის შერჩევისას დააკვირდით მის სიმაღლეს. ბავშვი ისე უნდა თავსდებოდეს მასზე, რომ მაგიდას კარგად სწვდებოდეს და ასევე ფეხები არც ფაერში ჰქონდეს ჩამოკიდული და არც ზედმეტად მოკეცილი;


6. დიდი ყურადღება მიაქციეთ სკამის საზურგეს. ის უნდა იყოს აუცილებლად მყარი და მაგარი;

7. მაგიდასთან ახლოს განათავსეთ ბევრი კონტეინერი სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებისთვის;


8. სასურველია, გამონახოთ კედელზე ადგილი სადაც ბავშვი ნახატის ან რამე ფურცლის დამაგრებას მოახერხებს;

9. ეცადეთ, შეარჩიოთ ბევრ სათავსოიანი მაგიდა ან თაროები;

10. სასკოლო საგნების მიხედვით გამოყავით ადგილი თაროებზე წიგნების განსათავსებლად;


11. ოთახში ასევე დაუდგით პატარა დაფა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მასზე თამაში. სავალდებულო დავალების შესრულების შემდეგ თუ დაფასთან გადაინაცვლებს და განაგრძობს ასოების ან მაგალითების წერას, ეს ძალიან კარგი იქნება;

12. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში დაუდგით პატარა სავარძელი, კომფორტული პუფი ან მოუწყეთ სხვა მოსასვენებელი ადგილი. თუკი ბავშვი იქ მოთავსდება და წიგნის კითხვას დაიწყებს, ნუ დაუშლით. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კარგ ფორმაშია მისი ხერხემალი;


13. ეცადეთ, ბავშვს ახლოს ჰქონდეს ყველა ის ნივთი, რომელიც მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს;

14. და ბოლოს, მაგიდასთან დაუდგით ღამის სანათიც და თუ ზოგჯერ წიგნებითა და რვეულებით თამაში შებინდებულზე მოისურვა, ნურც ამას დაუშლით;





ასეთ კომფორტულ გარემოში, თქვენი შვილები თავს აუცილებლად კარგად იგრძნობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთვის მეცადინეობა და წიგნის კითხვა ისეთივე სახალისო გასართობი იქნება, როგორც ხატვა და საღებავებით თამაში.












1 comments:

Anonymous said...

ბ612: როგორ მოვაწყოთ ბავშვის სამეცადინო კუთხე >>>>> Download Now

>>>>> Download Full

ბ612: როგორ მოვაწყოთ ბავშვის სამეცადინო კუთხე >>>>> Download LINK

>>>>> Download Now

ბ612: როგორ მოვაწყოთ ბავშვის სამეცადინო კუთხე >>>>> Download Full

>>>>> Download LINK

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy