ასეთ სიტუაციებში ძნელია, გააკონტროლო საკუთარი ემოციები და მრავალჯერადი სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შემდეგ, არ დაიყვირო. ხმამაღალი მოწოდება, ნერვების მოშლა და ბავშვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ყველაზე არასახარბიელო რამეა, რაც კი დედის და შვილის ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს.
გთავაზობთ თავის გაკონტროლების და დაძაბული სიტუაციების გამკლავების 7 გზას:
1. გააცნობიერეთ, რომ თქვენ ვერ გააკონტროლებთ სხვის ქცევას, სამაგიეროდ გააკონტროლებთ საკუთარს. მაგალითად, თქვენ ვერაფრით შეაჩერებთ გაღიზიანებულ ბავშვს, რომელიც მაგიდიდან აიღებს ლარნაკს და თქვენს გასაბრაზებლად იატაკზე დაანარცხებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ნერვები, როდესაც მას ამ საქციელის გამო გაუბრაზდებით ან უსაყვედურებთ.
3. როდესაც ხედავთ, რომ თქვენი ერთი შვილი მეორეს ურტყამს. ის მეორე ბოლო ხმაზე ყვირის და ცდილობს თავადაც მიაყენოს რამე ზიანი, ასეთ დროს სახლში დიდი აყალ-მაყალი და გაწევ-გამოწევაა. თქვენ "გევალებათ" სიტუაცია მოაგვაროთ, თუმცა ნერვები მშვიდად ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევთ. ამ დროს საჭიროა, უბრალოდ აიღოთ ტაიმ-აუტი. შედით თქვენს ოთახში მარტო, თუნდაც 5 წუთი. დაიმშვიდეთ ნერვები და ისე გადით ბავშვებთან მოსალაპარაკებლად.
5. ივარჯიშეთ. იმ დროს როცა ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, ადექით და ირბინეთ მეგობრებთან ერთად. ეს დღის პოზიტიური დასაწყისი იქნება და კარგი განწყობით დახვდებით ყველა დაბრკოლებას.
0 comments:
Post a Comment