დიეტას ნუ დაიწყებთ მშობიარობისთანავე
ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენს სხეულს სჭირდება გამოჯანმრთელება და ძალების აღდგენა. 6 კვირა მაინც მიეცით მას ენერგიის შესავსებად. თუ ძუძუთი კვებავთ პატარას, მაშინ უმჯობესია დიეტის დაწყება 2 თვემდე გადადოთ.
თუ დიეტას მშობიარობისთანავე დაიწყებთ, ამით ხელს შეუშლით თქვენს გამოჯანმრთელებას. უფრო სწრაფად დაიღლებით და სუსტად იგრძნობთ თავს. ეს კი თქვენს პატარას ნამდვილად არ სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, თქვენი კვების რაციონიც განსაკუთრებული უნდა იყოს იმისთვის, რომ რძე არ გაგიშრეთ. ასეთ შემთხვევაში, ცოტა მოიცადეთ და ნახავთ, თავისით როგორ დაგიბრუნდებათ თავდაპირველი წონა.
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ შეიძლება სულაც ვეღარ დაიბრუნოთ მშობიარობამდელი წონა და ფორმები. ბევრი ქალი ორსულობის შემდეგ იძენს სხვა ფორმებს. მაგალითად, რჩებათ ფართე თეძოები და წელის გარშემოწერილობა. ამიტომ დიეტის დასაწყისში, უმჯობესია, თქვენი მიზანი იყოს თავდაპირველ წონასთან და ფორმებთან მიახლოვება. ინტერნეტში მრავლად არის მშობიარობის შემდგომი ფორმების ამსახველი ფოტოები და შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
დაიწყეთ ვარჯიში
ჯანსაღი კვება და ვარჯიში ერთად არის საუკეთესო საშუალება წონაში დასაკლებად. ვარჯიში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წონაში დაკლებისას არ დაგრჩეთ მოდუნებული კანი და გაგიმკვრივდეთ კუნთები. როდესაც გადაწყვეტთ, რომ მზად ხართ დიეტის დასაწყებად, დაიწყეთ ინტენსიური ვარჯიშით და კვების სულ მცირე კორექტირებით. იარეთ ფეხით.
არ დაიწყოთ მკაცრი დიეტით. ქალებს სჭირდებათ დღიური 1.200 კალორია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ზოგი ქალი კი დღეში 1.500-2.200 კალორიას ხარჯავს, ეს იმ შემთხვევაში თუ მეტი ენერგია ეხარჯება. თუ თქვენ ბავშვს ძუძუს აწოვებთ მაშინ, 1.800 კგ. კალორია აუცილებლად დაგჭირდებათ. შესაბამისად, თუ მკაცრი დიეტით დაიწყებთ, დაიზიანებთ ჯანმრთელობას, გამოგეცლებთ ენერგია და რძეც გაგიშრებათ.
მოიწესრიგეთ კვების რეჟიმი
ახალშობილის რეჟიმთან ერთად ძნელია საკუთარი რეჟიმიც მოიწესრიგოთ, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გამოყოთ დრო ჭამისათვის. დღეში 5-6-ჯერ პატარა პორციებით საკვების მიღება დაგეხმარებათ წონის დაკლებასა და ფორმების დაბრუნებაში. არასდროს გამოტოვოთ საუზმე.
რაც არ უნდა კარგი რაციონი შეადგინოთ, წონაში ვერ დაიკლებთ, თუკი არ მიიღებთ შესაბამისი რაოდენობის სითხეს. სითხის მიღება შესაძლებელია, ჩაის, წვენის, დაბლენდერებული ხილის, ყავის ან წყლის სახით. დღიური ნორმა მინიმუმ 6-8 ჭიქაა.
წყარო: Babycenter
0 comments:
Post a Comment