გოგონა, რომელიც უკვე 2 წლისაა



დიდი ხანია ნინიზე, ლოყებიან  და ბრიალათვალებიაან გოგოზე არაფერი დამიწერია.
იცით გაიზარდა, ძალიან დიდი გოგოა, 3 დღეში 2 წლის ხდება. მართალია ასაკს უკვე მალავს და როცა ეკითხებიარვიციოგპასუხობს, მაგრამ ბოლოს მაინცგამოტყდებახოლმე რომ 2-ის ხდება. იცის უამრავი ლექსი, ცეკვავს, მღერის, ლაპარაკობს, სულ ლაპარაკობს, იმეორებს ყველაფერს და საპასუხოდ ელოდება შენს ღიმილს, იცის რომ მალე მისი დაბადების დღეა, უფრო ადრე პაპიკოსი რომ იყო და კიდე უფრო ადრე დედიკოსი და დაბადების დღის სიმღერას ორ ენაზე თავის თავსაც უმღერის და პაპიკო-დედიკოსაც. იცის რა გვარია თვითონ, ბებიები, ბაბუები, მამიკო და არ არსებობს რომ შეეშალოს, ბევრი  რამ იცის და ამ ბევრ რამეში მთავარი, იცის როგორ უნდა გაგვაბედნიეროს, გაგვამხიარულოს და სიცოცხლე შეგვაყვაროს.

ჩემი რომაა იმიტომ კი არა, მართლა ძალიან საყვარელი და კარგია, ულამაზესი ღიმილით, ეშმაკური გამოხედვითა და მანერებით, ეს თვითონაც იცის და სარგებლობს. შეუძლებელია გაბრაზდე და  ღიმილი შეიკავოძალიანაც რომ შეეცადო მაინც, ესეც იცის და სარგებლობს ამით, სპეციალურად გიყურებს ისე, თავი დამნაშავედ რომ იგრძნო. იცის ვის რა უნდა მოსთხოვოს, რომელ ბებია-ბაბუასთან რაგასდის”, ესეც არ არსებობს რომ აერიოს. მკაცრად აქვს დაზუსტებულიმხარეებისშესაძლებლობები და მზაობა მის სურვილებზე.

მოკლედ იმ დღიდან, მე რომ დედა გავხდი უკვე 2 წელი გავიდა, 2 წლის წინაც და  ახლაც მგონია რომ ჩემი პერსონალური სათამაშო მყავს, ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა.
არ ვიცი ეს რა გრძნობაა და ზოგადად სიყვარულის განსაზღვრება ძალიან ინდივიდუალური მგონია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ერთი ციდა გოგოს მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მასთან ყოფნისას ეს არ მახსოვს. მის გამო არ მაქვს მოდუნების უფლება, აუცილებლად ისეთი კარგი უნდა ვიყო, ნინის დედიკოობის ღირსი დამსახურებულად რომ ვიყო.ესაა ადამიანი, რომელიც დედიკოს სამსახურიდან მოსვლამდე ელოდება და აპროტესტებს დაძინებას, უყვარს დედიკო და ცდილობს ყველა მის გარშემომყოფს დაუმტკიცოს რომდედიკო მისია”, “ნინი კი დედიკოსია”, არც უნდა სცადო შეწინააღმდეგება, გაბრაზებაც იცის, თავისებურად, გაბუტვაც და საკუთარი აზრის დაცვაც, ცოტა ჯიუტიცაა, პრინციპულიც.
დედიკო ნამდვილად მისია და ისიც მართლა დედიკოსია და ცხოვრებაში ისეთი კარგი ალბათ არაფერი გამიკეთებია, იქზემოთ რომ გადაეწყვიტათ 2014 წლის 17 ივნისს 19:25 წუთზე ეს გოგო სწორედ მე რომ გამჩენოდა.


მადლობა, უღრმესი მადლობა ამისთვის. დიახ, შენ გეუბნები ამას. მართალი ხარ, აქამდეც უნდა მეთქვა!

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ძილი



პატარა კითხვარი:
რომელია თქვენი ვარიანტი:

  1. ჩემს შვილს ძალიან კარგი ძილი აქვს;
  2. ჩემი შვილი მაშინვე იძინებს, როგორც კი დაღლას იგრძნობს;
  3. ფრაზადაძინებული ბავშვიჩემთვის არ არსებობს;
  4. ჩემს შვილს სძინავს მხოლოდ მანქანაში ან სარწეველა სკამზე, ჩემს მკერდზე.


თუ თქვენ პირველ ან მეორე ვარიანტს ასახელებთ, გილოცავთ! მართლაც ადვილად მოსავლელი ბავშვი გყოლიათ.

თუ თქვენ მესამე და მეოთხეს ირჩევთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. თავდაპირველად, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ დედების კლუბში, რომელთა შვილებიც არ იძინებენ.

ჩემი შვილის დაბადების პირველ დღეებში, მისი დაძინების პროცესი იყო უფრო სწრაფი და მარტივი. შემდეგ ეს დრო გაიწელა და გაიწელა. ახლა შესაძლოა რამდენიმე საათიც კი დასჭირდეს ამას.

არის შემთხვევები, როდესაც 1 საათი არწევ ხელში და გრძნობ, რომ ნელნელა მაჯები აღარ გემორჩილება. როგორც იქნა დაიძინებს და ეს ძილი მხოლოდ ნახევარ საათს გრძელდება.

გადავწყვიტე ბავშვის ძილის შესახებ ლიტერატურა წამეკითხა. ვცადე ბევრი მეთოდი, მათ შორის ბევრი ადამიანის რჩევა იყო რომთვითდაწყნარებამდე ტირილისმეთოდი გამომეყენებინა. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ბავშვი ტირის არ მიაქციო ყურადღება და იტიროს იქამდე ვიდრე თავად არ დაწყნარდება. მე ეს ვერ შევძელი, რადგან ამის ძალა უბრალოდ არ მქონდა.

ეს იყო მანამდე ვიდრე არ გადავაწყდი ერთი წყვილის რჩევებს, რომელიც გულისხმობდა ბავშვისთვის ძილის სწავლებას.

ჩემი მიზანი იყო, ჩემი შვილისთვის დამოუკიდებლად ძილი მესწავლებინა, ყოველგვარი დახმარების გარეშე და ამ მეთოდით  ეს შევძელი. შესაძლოა, დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ჩემი 4 თვის გოგოს დამოუკიდებლად ძილი ვასწავლე.

1. დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც გამცნობთ, რომ ბავშვს ეძინება
ყველა ბავშვს ძილის ინდივიდუალური გრაფიკი აქვს. იმისათვის, რომ მიხვდეთ როდის ეძინება თქვენს შვილს საჭიროა გამოავლინოთ რამდენიმე ნიშანი, რომელიც ამას გამცნობთ. შესაძლოა ეს იყოს მთქნარება, თვალების სრესვა ან სულაც მოდუნება და ნაკლებ აქტიურობა.

თუ ამ ნიშნებს აღმოაჩენთ, მაშინ მოემზადეთ შემდეგი ნაბიჯისთვის.

2. შეიმუშავეთ დამამშვიდებელი რუტინა
ვიდრე ბავშვს უშუალოდ დასაძინებლად მოამზადებთ, ჯერ იზრუნეთ მის დამშვიდებაზე. შექმენით ისეთი გარემო, რომ ის მოდუნდეს და თავი მშვიდად იგრძნოს. უქციეთ მას ეს პროცედურა რუტინად. მაგალითისთვის, შესაძლოა ეს იყოს ძილისპირული (სიმღერა) ან მშვიდ ტონალობაში, რამე ისტორიის წაკითხვა. ასევე, გაასეირნეთ ოთახის იმ კუთხისკენ, რომლისკენაც დღისით არასდროს მიგყავთ. აჩვენეთ ისეთი ნივთები, რომლებსაც დღის განმავლობაში არ ჩვენებთ. ასე ის დაიმახსოვრობს, რომ ძილის დრო ახლოვდება. მიეჩვევა, რომ ამ ქმედებებს, საბოლოოდ, მისი საწოლში ჩაწვენა მოჰყვება.

3. გამოიყენეთძილის მეგობარი
ყოველ ჯერზე როდესაც ბავშვს მოამზადებთ დასაძინებლად გამოაჩინეთ მისიძილის მეგობარი“. ეს შესაძლოა იყოს, ფუმფულა საბანი ან სათამაშო. მიზანი ისაა, რომ ამ ნივთის გამოჩენა ბავშვისთვის ძილთან უნდა ასოცირდებოდეს. ამის უნარი ბავშვებს 4 თვის ასაკიდან აქვთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერძილის მეგობრადშერჩეული ნივთი, მხოლოდ ძილის დროს უნდა ჩნდებოდეს ბავშვის გვერდით.

4. ჩააწვინეთ საწოლში
ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შემდეგ, ისღა დაგრჩენიათ ბავშვი ჩააწვინოთ საწოლში. ის უკვე დამშვიდებულია და მომზადებული ძილისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე დახუჭავს თვალებს და დაიძინებს. როდესაც ის ტირილს დაიწყებს, დაიხარეთ მისკენ და ყურში ჩასჩურჩულეთ მშვიდად და რიტმულადჩუუუუუ“. ეს გაიმეორეთ იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდება. თუ ტირილს მოუმატა, აიყვანეთ ხელში, დაამშვიდეთ, კვლავ ჩააწვინეთ საწოლში და იგივე რიტუალი გაიმეორეთ
საბოლოოდ ის დაიძინებს. ყოველ ჯერზე, სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს დაძინებას.

ზემოთ ჩემოთვლილი ყველა მოქმედება აუცილებლად უნდა გაიმეოროთ ყოველთვის, როცა ბავშვს აძინებთ. სხვანაირად ის ვერაფერს დაიმახსოვრებს. 

მე ამ რუტინის გამოყენებით მივაღწიე იმას, რომ ჩემი გოგონა აბსოლუტურად დამოუკიდებლად იძინებს.  ჩემი აზრით, ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს 1 წელზე ქვემოთ ბავშვებში.

Iryna Bychkiv







Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy