პატარა კითხვარი:
რომელია თქვენი
ვარიანტი:
- ჩემს შვილს ძალიან კარგი ძილი აქვს;
- ჩემი შვილი მაშინვე იძინებს, როგორც კი დაღლას იგრძნობს;
- ფრაზა „დაძინებული ბავშვი“ ჩემთვის არ არსებობს;
- ჩემს შვილს სძინავს მხოლოდ მანქანაში ან სარწეველა სკამზე, ჩემს მკერდზე.
თუ თქვენ
პირველ ან
მეორე ვარიანტს
ასახელებთ, გილოცავთ!
მართლაც ადვილად
მოსავლელი ბავშვი
გყოლიათ.
თუ თქვენ
მესამე და
მეოთხეს ირჩევთ,
ეს სტატია
სწორედ თქვენთვისაა. თავდაპირველად, მინდა გითხრათ,
რომ თქვენ
მარტო არ
ხართ. კეთილი
იყოს თქვენი
მობრძანება იმ
დედების კლუბში,
რომელთა შვილებიც
არ იძინებენ.
ჩემი შვილის
დაბადების პირველ
დღეებში, მისი
დაძინების პროცესი
იყო უფრო
სწრაფი და
მარტივი. შემდეგ
ეს დრო
გაიწელა და
გაიწელა. ახლა
შესაძლოა რამდენიმე
საათიც კი
დასჭირდეს ამას.
არის შემთხვევები, როდესაც 1 საათი არწევ
ხელში და
გრძნობ, რომ
ნელ–ნელა
მაჯები აღარ
გემორჩილება. როგორც
იქნა დაიძინებს
და ეს
ძილი მხოლოდ
ნახევარ საათს
გრძელდება.
გადავწყვიტე ბავშვის
ძილის შესახებ
ლიტერატურა წამეკითხა.
ვცადე ბევრი
მეთოდი, მათ
შორის ბევრი
ადამიანის რჩევა
იყო რომ
„თვითდაწყნარებამდე ტირილის“
მეთოდი გამომეყენებინა. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ბავშვი
ტირის არ
მიაქციო ყურადღება
და იტიროს
იქამდე ვიდრე
თავად არ
დაწყნარდება. მე
ეს ვერ
შევძელი, რადგან
ამის ძალა
უბრალოდ არ
მქონდა.
ეს იყო
მანამდე ვიდრე
არ გადავაწყდი ერთი წყვილის
რჩევებს, რომელიც
გულისხმობდა ბავშვისთვის ძილის სწავლებას.
ჩემი მიზანი
იყო, ჩემი
შვილისთვის დამოუკიდებლად ძილი მესწავლებინა, ყოველგვარი დახმარების გარეშე და
ამ მეთოდით
ეს
შევძელი. შესაძლოა,
დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ჩემი
4 თვის გოგოს
დამოუკიდებლად ძილი
ვასწავლე.
1. დააკვირდით ნიშნებს,
რომლებიც გამცნობთ,
რომ ბავშვს
ეძინება
ყველა ბავშვს
ძილის ინდივიდუალური გრაფიკი აქვს.
იმისათვის, რომ
მიხვდეთ როდის
ეძინება თქვენს
შვილს საჭიროა
გამოავლინოთ რამდენიმე
ნიშანი, რომელიც
ამას გამცნობთ.
შესაძლოა ეს
იყოს მთქნარება,
თვალების სრესვა
ან სულაც
მოდუნება და
ნაკლებ აქტიურობა.
თუ ამ
ნიშნებს აღმოაჩენთ,
მაშინ მოემზადეთ
შემდეგი ნაბიჯისთვის.
2. შეიმუშავეთ დამამშვიდებელი რუტინა
ვიდრე ბავშვს
უშუალოდ დასაძინებლად მოამზადებთ, ჯერ იზრუნეთ მის
დამშვიდებაზე. შექმენით
ისეთი გარემო,
რომ ის
მოდუნდეს და
თავი მშვიდად
იგრძნოს. უქციეთ
მას ეს
პროცედურა რუტინად.
მაგალითისთვის, შესაძლოა
ეს იყოს
ძილისპირული (სიმღერა)
ან მშვიდ
ტონალობაში, რამე
ისტორიის წაკითხვა.
ასევე, გაასეირნეთ ოთახის იმ
კუთხისკენ, რომლისკენაც დღისით არასდროს
მიგყავთ. აჩვენეთ
ისეთი ნივთები,
რომლებსაც დღის
განმავლობაში არ
ჩვენებთ. ასე
ის დაიმახსოვრობს, რომ ძილის
დრო ახლოვდება.
მიეჩვევა, რომ
ამ ქმედებებს,
საბოლოოდ, მისი
საწოლში ჩაწვენა
მოჰყვება.
3. გამოიყენეთ „ძილის მეგობარი“
ყოველ ჯერზე
როდესაც ბავშვს
მოამზადებთ დასაძინებლად გამოაჩინეთ მისი
„ძილის მეგობარი“.
ეს შესაძლოა
იყოს, ფუმფულა
საბანი ან
სათამაშო. მიზანი
ისაა, რომ
ამ ნივთის
გამოჩენა ბავშვისთვის ძილთან უნდა
ასოცირდებოდეს. ამის
უნარი ბავშვებს
4 თვის ასაკიდან
აქვთ. გახსოვდეთ,
რომ თქვენ
მიერ „ძილის
მეგობრად“ შერჩეული
ნივთი, მხოლოდ
ძილის დროს
უნდა ჩნდებოდეს
ბავშვის გვერდით.
4. ჩააწვინეთ საწოლში
ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შემდეგ,
ისღა დაგრჩენიათ ბავშვი ჩააწვინოთ
საწოლში. ის
უკვე დამშვიდებულია და მომზადებული ძილისთვის, თუმცა ეს
იმას არ
ნიშნავს, რომ
მაშინვე დახუჭავს
თვალებს და
დაიძინებს. როდესაც
ის ტირილს
დაიწყებს, დაიხარეთ
მისკენ და
ყურში ჩასჩურჩულეთ მშვიდად და
რიტმულად „ჩუუუუუ“.
ეს გაიმეორეთ
იქამდე, ვიდრე
არ გაჩუმდება.
თუ ტირილს
მოუმატა, აიყვანეთ
ხელში, დაამშვიდეთ, კვლავ ჩააწვინეთ
საწოლში და
იგივე რიტუალი
გაიმეორეთ.
საბოლოოდ
ის დაიძინებს.
ყოველ ჯერზე,
სულ უფრო
და უფრო
ნაკლებ დროს
მოანდომებს დაძინებას.
ზემოთ ჩემოთვლილი ყველა მოქმედება აუცილებლად უნდა გაიმეოროთ ყოველთვის, როცა ბავშვს აძინებთ. სხვანაირად ის ვერაფერს დაიმახსოვრებს.
მე ამ
რუტინის გამოყენებით მივაღწიე იმას,
რომ ჩემი
გოგონა აბსოლუტურად დამოუკიდებლად იძინებს.
ჩემი
აზრით, ეს
მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს 1 წელზე ქვემოთ
ბავშვებში.
Iryna Bychkiv
0 comments:
Post a Comment