პროფესიონალური ფოტოს გადაღება, დახვეწილი ტექნიკის წყალობით, სახლის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა კარგი ფოტო-კამერა და "ჩხაკ"- სურათი მზადაა.
აი, მხიარული ფოტოსესიის იდეები კი ნამდვილად საჭიროებს ბევრ ფიქრსა და სადეკორაციე მასალას. წლების განმავლობაში ვაგროვებთ ფოტოებს და მერე, ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ყველა ფოტო ერთნაირია. ყველა ერთ პოზასა და თუ სტილშია გადაღებული. წლიდან წლამდე მხოლოდ გავზრდილვართ, მეტი არაფერი.
აგარაკზე ბავშვების გასართობად მხიარული ფოტოსესიის დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი პროცესია.
წარმოგიდგენთ "სააგარაკე ფოტოების" მარტივ და ორიგინალურ იდეას.
ამისათვის თქვენ მხოლოდ 2 რამ დაგჭირდებათ.
- ფერადი ცარცები;
- ასფალტი.
აიღეთ ფერადი ცარცი და ასფალტზე დახატეთ რაც გინდათ ან რისი დახატვაც უკეთ გამოგდით. შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, მოთავსდეს ნახატზე ისე, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. თქვენ კი აძვერით ყველაზე მაღალ წერტილზე და იქიდან გადაუღეთ ფოტო.
მხიარული და შემოქმედებითი თავგადასავლის შემდეგ თქვენ გექნებათ სრულყოფილი ალბომი და მოგონებებით სავსე ტომარა.
0 comments:
Post a Comment