მხიარული ანბანი


ანბანის დაზეპირება, როგორც წესი, ბავშვებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ინგლისური ან ევროპული ენების ანბანების სასწავლად სპეციალური საბავშვო სიმღერებიც კი არის შექმნილი.

ქართულ ანბანთან კი ბავშვებს ცოტა რთულად აქვთ საქმე. ასოთა თანმიმდევრობა ნაკლებად რიტმულია და რამე მელოდიაში მისი ჩასმა ცოტა ჭირს.

ანბანის სასწავლად მხიარულ და სასარგებლო თამაშს გთავაზობთ.

ავიღოთ ფერადი ცურცლები და გამოვჭრათ ანბანის ყველა ასო. მეტი გამძლეობისთვის, სასურველია, გავაკეთოთ მათი ლამინირება. შემდეგ, ეს ასოები დავმალოთ იმ ნივთებთან ერთად, რომლებიც ამ კონკრეტულ ასოზე იწყება. მაგ: ვაშლით სავსე კალათაში ჩავმალოთ ასო "ვ", ხოლო სარკესთან ჩამოვკიდოთ ასო "ს" და ა.შ.

შემდეგ, ბავშვს ავუსხნათ თამაშის წესები; 

წესი #1. მან ანბანის რიგითობით უნდა აღმოაჩინოს დამალული ასოები;
წესი #2. აუცილებლად ხმამაღლა უნდა თქვას რომელი ასო იპოვა;
წესი #3. უნდა მიჰყვეს ჩვენს მინიშნებებს (მაგ: შემდეგი ასო დამამლულია სამზარეულოში);
წესი #4. ყველა ნაპოვნი ასო თანმიმდევრულად განალაგოს მაგიდაზე;
წესი #5. ხმამაღლა წარმოთქვას ანბანი თავიდან ბოლომდე.


ეს არის ძალიან ეფექტიანი და სახალისო სავარჯიშო, რომელიც  ასოთა ცნობას და ანბანის წყობას ასწავლის თქვენს პატარებს. რაც უფრო მრავალფეროვან ადგილებში დამალავთ სათამაშო ასოებს, მით უფრო შთამბეჭდავი გახდება ეს თქვენი შვილებისთვის. 

თამაშისთვის დამატებითი აზარტის დასამატებლად, შეგიძლიათ, დაპატიჟოთ თქვენი შვილის მეგობრები და ერთად ათამაშოთ ისინი. 

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy