3 გზა რომელიც უკეთეს დედად გაქცევთ



დედობა ძალიან რთულია. ამ ტვირთის გაძლება საკმაოდ ძნელია. მე დედა პირველად 20 წლის ასაკში გავხდი და მას შემდეგ 4  შვილი გავაჩინე.

ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს მივხვდი და მათ შორის იმასაც, როგორ გავუმკლავდე ამ ყველაფერს.

ნუ დაიდანაშაულებთ თავს

როცა ხარ მშობელი ათასმა წვრილმანმა  შეიძლება თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს. მაგალითად: იმან, რომ დღეში 4 ათასი ფინჯანი ყავის დალევა გიწევს, სხვანაირად ფხიზლად ვერ ხარ; იმან, რომ ბავშვებს სადილად „კარტოფილი ფრი“ აჭამე; იმან, რომ დაამთქნარე; იმან, რომ ტელევიზორს უყურებ; იმან, რომ ბავშვმა იტირა, რადგან ძირს დასვი და შენ აბაზანაში შეხვედი სამი დღის დაუბანელი იღლიების დასაბანად; იმან, რომ მაცივარი სავსე გაქვს არაეკოლოგიური საკვებით; იმან, რომ მაცივარში ხილი და ქათამი ერთად გიდევს; იმან, რომ ხილმა შესაძლოა ქათმისგან შეიწოვოს ბაქტერია „სალმონელა“; იმან, რომ რაღაცები ჭუჭყიანია, მიუდედავად იმისა, რომ შენ არ დაგისვრია. თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს ისიც, რომ მაკარონი და ყველი  დროულად არ მოათავსე კონტეინერში; ისიც, რომ ბავშვის საფენი რატომღაც სუფთაა; გლობალური დათბობაც; ბელგიური ვაფლიც სადილად და მოკლედ ყველაფერი.


მგონი, კარგად დაინახეთ რა დღეშიც ვარ.

შეიძლება, ბევრი რამე ჩაგიფლავდეთ.  თავი ყველაფერზე უნდა იგრძნოთ დამნაშავედ? შეიძლება, ბავშვების აღზრდაც ჩაგიფლავდეთ და მერე მათ თერაპია დასჭირდეთ. შემდეგ კი ისინი თქვენ დაგადანაშაულებენ. ზოგჯერ მაინც დაგდებენ ბრალს, ან ყოველთვის. შეჩერდით. აღიარეთ. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა. თუ რამე შეგეშალათ, დაანებეთ თავი თვით-გვემას და გამონახეთ პრობლემის გადაჭრის გზა. თუ დახმარება გჭირდებათ, დაიხმარეთ ვინმე. მაგრამ თუ თქვენი პრობლემა „კარტოფილი ფრის“ არ სცდება, უბრალოდ გაჩერდით.

შეისვენე

ბავშვი არ არის ყოველთვის საყვარელი. ზოგჯერ იძულებული ხარ მთელი დღე წმინდო იატაკი იმიტომ, რომ აღებინებს. ასეთ დროს გინდა, რომ ბავშვი ადგეს და წავიდეს სახლიდან.  ზოგჯერ არ იძინებს და შენ გინდა რომ იტირო. ასეც იქცევი. ზოგჯერ კედლებს მიაფსავს და შენ ფიქრობ -  „ეს არის ჩემი ცხოვრება. რა გავაკეთო? “ ზოგჯერ  ჯდები და შენს ფანტაზიაში წარმოიდგენ, როგორ იმოგზაურებდი იმ ფულით, რომელიც ბავშვის საკვებზე და ტანსაცმელზე გეხარჯება.

არაუშავს! ყველაფერი კარგად არის.

შეისვენე. უკან დაიხიე. ეძებე მეტი პოზიტივი ამ ყველაფერში და თავი არ დაიდანაშაულო. შეიგნე, რომ შენს ცხოვრებაში ეს ახლა ხდება  და ყოველთვის ასე არ იქნება.  დაითვალე 10-მდე, 50-მდე, 10.000-მდე. წესით, გიშველის.

აღიდგინეთ ძალები

დედობა გამოგფიტავს. საქმე ეხება ერთი ადამიანის შექმნას და გაზრდას. იყავი მზად ყოველთვის. მოითმინე. იყავი მტკიცე. გამოკვებე. ჩააცვი. ასწავლე აზროვნება და მორალი. არ დაგავიწყდეს, რომ ასწავლო კითხვა და წერა. არ გაზარდო ტირანები. წარმატებას გისურვებ.

მაპატიე. მე ამ ყველაფრის სახელმძღვანელო არ მაქვს.

და ამ ყველაფრის შემდეგ გაქვს დრო როცა შეგიძლია დაისვენო? ან ჭამო? ან ბანაობ? თუ შემთხვევით გამოგიჩნდა დრო შენთვის, გაიხსენე წესი #1 - ნუ დაიწყებ თავის დადანაშაულებას! მე ამ გრძნობას დიდი ხანია ვებრძვი. ოცი წლის ასაკიდან.

გამოყავი შენთვის დრო. დაიბრუნე შენი თავი. დარჩი ცოტა ხანს მარტო. გააკეთე ის რაც გავსებს. სამყარო მოწოდებულია იმისკენ, რომ შენ დაგაჯეროს, თითქოს თვით-გვემა საუკეთესო დედად გაქცევს. ამბობენ, რომ დედები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ განუწყვეტლივ და შეუსვენებლად, ამოსუნთქვის და მოფსმის გარეშე, იდეალურები არიან.

მე დავიღალე. შენც. ჩვენ, ყველა, ძალიან დაღლილები ვართ.

მთელი დღე ინტერნეტში დაძვრები და ბავშვებისთვის „ცისარტყელა ნამცხვარს“ აკეთებ? რისთვის? მას ხომ იგივე გემო აქვს, როგორიც ჩვეულებრივს? მეც მასე ვაკეთებდი. დიდი ხნის განმავლობაში ვიქცეოდი ასე. და.... შეჩერდი რა! ნუ გაათენებ ღამეებს „ჰელოუინის“  კოსტუმების კერვაში! აჭამე ბავშვებს გაყინული პროდუქტები, დიდი რამე! ერთხელ მაინც დააძინე ჭუჭყიანები - რომ იცოდე, ჭუჭყს ჯერ არავინ მოუკლავს!

თავის მოკვლის გარეშე სცადე იყო კარგი დედა. წაიკითხე წიგნები, უყურე რასაც გინდა. მაგალითად, „ნარინჯისფერი ახალი შავია“ ძალიან კარგია. ზოგჯერ გჭირდება, რომ აღარ იყო ცოტა ხნით დედა. რამდენიმე საათით ან დღით. შენი თავისთვის დათმობილი დრო ბევრად უკეთეს დედად გაქცევს, ვიდრე 36 ორცხობილის მომინანქრება და „მინიონებად“ ქცევა.


ხო მართლა, ზოგჯერ იბანავე და ჭამე კიდეც. 

ავტორი: Joni Edelman
Huffingtonpost

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy