როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა?


კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელი ბავშვების უმეტესობას არ აქვს ცოდნა ფულის და ზოგადად ფინანსების შესახებ. შემაშფოთებელი სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ სკოლებში საჭიროა მეტი ფინანსური ლიტერატურის შეტანა და მშობლების შეგულიანება, რომ ბავშვებს ასწავლონ ფულის მართვა სახლში.

მე გთავაზობთ 13 მეთოდს, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

ხელზე გადახდა
მართალია საკრედიტო და სადებეტო ბარათები ბევრად მოსახერხებელია, მაგრამ თუ ნაღდი ფულით გადაიხდით, ბავშვები ყურადღებას მეტად გაამახვილებენ. დაინახავენ გაცვლა-გამოცვლის პროცესს და იმის, უფრო მარტივი დასანახი იქნება, რამდენი დაიხარჯა და რა დარჩა საფულეში.

ესტუმრეთ ბანკს
ბანკის ან ბანკომატის მონახულება კარგი იდეაა, იმისთვის რომ ბავშვმა დაინახოს საიდან მოდის ფული. ამ გზით მათ დაანახვებთ, რომ ბანკი უბრალოდ ნებისმიერ მსურველს ფულს არ მისცემს. საჭიროა ჯერ გამოიმუშაო ის. ზოგიერთ ბანკს აქვს სპეციალური ტურიც, სადაც ბავშვი შეძლებს ნახოს, როგორ სრულდება ტრანზაქციები, სად ინახება ფული და რა პრინციპით გაიცემა ის.




წაიყვანეთ პროდუქტების საყიდლად
საყიდლებზე ბავშვთან ერთად ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ აჩვენეთ მას როგორ იხარჯება ფული და რამდენია საჭირო სასურველი პროდუქტის შესაძენად. მშობელს შეუძლია აჩვენოს როგორ ანაწილებს ფულს ამა თუ იმ საჭიროებებზე. აუცილებელია თან ესაუბროთ ბავშვს ფასების შესახებ, შემდეგ შეაჯამოთ ნაყიდი პროდუქტების ღირებულება და შემდეგ მოიფიქროთ როგორ შეამციროთ ეს თანხა, რომ ცოტა ფული უკან დაგრჩეთ.

ბრენდი არ ნიშნავს უკეთესს
საყიდლებზე ყოფნისას აჩვენეთ ბავშვს ბრენდული დასახელების პროდუქტები და ჩვეულებრივი დასახელების პროდუქტები. აჩვენეთ ორივეს ფასი და მათ შორის განსხვავება. აუხსენით, რომ თუ ფულის დაზოგვა სურს უნდა იყიდოს არაბრენდული პროდუქტი. ამ გზით ბავშვები ისწავლიან ფინანსების მართვას და ფულის დაზოგვას სასურველი ნივთის საყიდლად.



სურვილი VS საჭიროება
მთავარი ასპექტი ფინანსების მართვის საკითხში არის უნარი, რომ გაარჩიო სურვილები და საჭიროებები. მაგალითად, ადამიანებს სჭირდებათ საკვები და ტანსაცმელი, ბავშვებს კი უნდათ ახალი სათამაშო. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ თუ კარგად დაგეგმავენ ფულის განაწილებას საჭიროებებზე, მაშინ მათ ექნებათ შანსი სურვილების შესასრულებლადაც დარჩეთ თანხა. 

შეადგინეთ ბიუჯეტი
ბავშვებს მიეცით უფლება, რომ დასხდნენ და მონაწილეობა მიიღონ თვიური ბიუჯეტის შედგენაში. აუხსენით ყველა ის მიზეზი რის გამოც იმ თვეში ფულის დახარჯვა გიწევთ, შემდეგ კი უთხარით, რამდენია თვიური შემოსავალი. ამის შემდეგ თავად დაათვლევინეთ, რამდენის დაზოგვას შეძლებენ სურვილების ასასრულებლად. 

შეგიძლიათ, ასევე მისცეთ კონკრეტული თანხა და თავად დაგეგმოს თავისი ბიუჯეტი. 



კომუნალური გადასახადები
აჩვენეთ ბავშვებს კომუნალური გადასახადების ქვითრები და აუხსენით, რომ სხვანაირად ვერ გექნებათ დენი და წყალი თუ ამ ყველაფერს არ გადაიხდით. ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს საკმადო დიდი თანხაა და თანაც ყოველთვიური. ამ ხარჯს ვერსად გაექცევით. ასე ისინი, ჯერ ერთი, მიხვდებიან, რომ ყოველდღიური კომფორტისთვის ყველა იხდის, მეორეც, ისწავლიან ელექტრო ენერიის ან წყლის დაზოგვას და მის შეგნებულ გამოყენებას.

შეადგინეთ სასურველი ნივთების სია
ერთხელ როდესაც თქვენი შვილები ბიუჯეტს შეადგენენ და ნახავენ რამდენი დარჩათ სურვილების შესასრულებლად, სთხოვეთ მათ ჩამოწერონ სასურველი ნივთები ან აქტივობები. შემდეგ კი დაალაგონ პრიოტეტების მიხედვით და გადაწყვიტონ, რაზე ეყოფათ თანხა და რა დარჩებათ შეუსრულებელი.



გამჭვირვალე ყულაბა
დიდი ხნის დამკვიდრებულია ყულაბად ვარდისფერი გოჭუნას გამოყენება, თუმცა მე მგონია, რომ გამჭვირვალე ყულაბა უფრო ამართლებს. ასე უფრო კარგად ხედავს ბავშვი რამდენია ჩაყრილი შიგ და რამდენი დარჩა დასახულ მიზნამდე.

ასწავლეთ გაზიარება
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს ასწავლოთ თანხის გაზიარება სხვისთვის. როდესაც ყულაბიდან ფულს ამოიღებთ, დაითვლით და გაანაწილებთ, გამოყავით სხვისთვის მისაცემი თანხაც. შემდეგ უკვე ბავშვმა თავად გადაწყვიტოს ვის მისცეს ის. ვინმე გაჭირვებულს თუ მეგობარს.

წამოაწყენიბეთ პატარა ბიზნესი
პატარა მარტივი ბიზნესის წამოწყება არის საუკეთესო მეთოდი, რომ ბავშვმა დაინახოს შემოსავლის და გასავლის მოქმედება. ასევე ისწავლოს სამუშაო ეთიკა. ამ გზით თქვენი ბავშვები თინეიჯერობის ასაკში ფინანსურად დამოუკიდებლები გახდებიან. 



დაუწესეთ გასამრჯელო
თუ ბიზნესს ვერ წამოაწყებინებთ, მაშინ ეცადეთ მან ფული სახლის პირობებში გამოიმუშავოს. დაავალეთ მას რამე სამუშაოს შესრულება და სანაცვლოდ მიეცით კონკრეტული თანხა. ასე ისინი თანხის მოგროვებას და შემდეგ შეგნებულად დახარჯვას მარტივად ისწავლიან.

თამაში და აქტივობები
შეგიძლიათ ათამაშოთ ისეთი თამაშები, რომელშიც ფულის დაგროვებას და რაღაცაში დახარჯვას ეხება საქმე. მაგალითად, "მონოპოლია". 


 ავტორი: Chris Mettler

Huffingtonpost










0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy