თუ თქვენი შვილი ღამით მეგობრებთან დარჩა


10-15 წელი მოზარდებისთვის ის ასაკია, როდესაც მეგბრობის გამყარებას ეყრება საფუძველი. ამ ასაკის ბავშვებს ძირითადად უკვე ჰყავთ  მეგობრები არჩეული კლასში, მეზობლად ან სხვა ჯგუფებში.

ამ ასაკში კი მეგობრებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების ტრადიციის დამკვიდრებას ცდილობენ. მაგალითად, მიდიან კაფეში, კინოში, გასართობ ცენტრში. ან სულაც, აგარაკზე ეპატიჟებიან ერთმანეთს.

ამ ზემოთ ჩამოთვლილის, გარდა არის დროის ერთად გატარების კიდევ ერთი გზა - ერთმანეთთან დარჩენა ღამით. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მოსწონთ მათ. ღამის ერთად გატარება მათი მეგობრობის კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალია. თანაც მეორე დღეს კლასელებს ხომ უნდა უთხრან ჩვენ ღამით ერთად გვეძინა და ათას რამეზე ვილაპარაკეთო?



ზოგიერთ მშობელს შვილისთვის მსგავსი სურვილის შესრულება ძალიან აშინებს. ზოგს უბრალოდ ასეთი პრინციპი აქვს - არ გაუშვას ბავშვი ღამის გასათევად არსად. სინამდვილეში, თუ კარგად დავფიქრდებით ბევრ დადებითს აღმოვაჩენთს ბავშვების ამ მოქმედებაში:

  • ზუსტად იცი სად არის შენი შვილი და რას აკეთებს;
  • მასპინძელი მშობელის საშუალებით შეგიძლია გააკონტროლო რა ჭამა, როგორ მოიქცა და ა.შ.
  • იცი, რომ ის კმაყოფილი დაბრუნდება სახლში;
  • მან უკვე იცის, რომ შენ მას ენდობი (ბოლოს და ბოლოს ღამით სახლიდან გასვლის ნებართვა მიეცი);
  • მისი თავდაჯერებულობა მატულობს. 

და რა ვქნათ მაშინ, თუკი ჩვენი შვილი მეგობრებს თავისთან დაპატიჟებს?

ეს საუკეთესო ვარიანტია! არ უთხრათ შვილს უარი და არ გაანაწყენოთ ის. უბრალოდ წინასწარ საგანგებოდ მოემზადეთ:

  • გაარკვიეთ სტუმრების ზუსტი რაოდენობა და მოამზადეთ მათთვის სპეციალური ოთახი;
  • მოიმარაგეთ სასუსნავები, რომელიც შაქარს არ შეიცავს;
  • ეცადეთ თაქვენს შვილს ის მეგობრები დააპატიჟებინოთ, რომელთაც თქვენ კარგად იცნობთ;
  • გქონდეთ მათ მშობლებთან საკონტაქტო ინფორმაცია;
  • დაუწესეთ ლიმიტი, რომელ საათზე გამორთონ შუქი (ასე ოჯახის სხვა წევრები ნაკლებად შეწუხდებიან);
  • არ ჩაერიოთ მათი გართობის წესებში;
  • სასურველია შეკრება დაგეგმოთ პარასკევს. ლაპარაკსა და თამაშში გათენებული ღამის შემდეგ "ვიქენდი" გამოადგებათ.







0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy