ბლოგის შესახებ




B612 არის 1-3 წლამდე ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრი. ის ეფუძნება სოციალური, ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების საერთაშორისო გამოცდილებასა და პრინციპებს. 

სპეციალურად შექმნილი თამაშების პროგრამა უზრუნველყოფს მოტორული, სენსორული და კრეატიული უნარების ჩამოყალიბებას.

ჩვენ პატარებს ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ თამაშით აღმოაჩინონ სამყარო.
ბავშვთან ერთად აქტივობაში ჩართულია მშობელი (ან ბებია/ძიძა).

** თვალის დევნება იმისა, თუ როგორ ხდება თქვენი შვილის პირველი კონტაქტი სამყაროსთან, დაგეხმარებათ ისეთი დეტალების აღმოჩენაში, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს მის სამომავლო წარმატებებში.
** თვალის მიდევნება იმაზე თუ როგორ ურთიერთობს თქვენი შვილი თანატოლებთან ან მასწავლებელთან, დაგანახებთ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება ის და როგორია მისი საჭიროებები.

სახელის ისტორია
ასტეროიდი B612 - ასე ჰქვია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცნობილი მოთხრობის „პატარა უფლისწულის“ პლანეტას.

ჩვენ, დიდებს, კარგად გვახსოვს ის. მისი ბაობაბი, ჩამქრალი ვულკანები და ვარდი.
B612 არის სიმყუდროვის, მშვიდობის და უსასრულო ფანტაზიის სიმბოლო. ეს არის პლანეტა, რომელზეც, შეგიძლია, მზის ჩასვლას ზედიზედ 20-ჯერ მაინც უყურო. ეს არის პლანეტა, რომელზეც არასდროს შეჭამს ბატკანი ვარდს. ეს არის პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული დიდი ცისფერი თვალებით გვაკვირდება და გაოცებული ამბობს - "რა უცნაური ხალხია დიდები!"


www.b612.ge




0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy