როგორ ვასწავლოთ ბავშვს სახლის დალაგება?



ბავშვები თამაშის დროს ოთახს თავდაყირა აყენებენ. ყველგან მათი სათამაშოა, გადმოყრილია წიგნების და ტანსაცმლის კარადა, ყველგან მათი თეფშები და ჭიქები აწყვია. ჩვენ, ასეთ შემთხვევაში, ორი გზა გვაქვს - ან გავუბრაზდეთ მათ, ან თავად დავალაგოთ. ჩემი აზრით, ამ ორიდან არცერთი არაა სწორი გამოსავალი. უმჯობესია მათ მივცეთ სტიმული თავად მოაწესრიგონ ყველაფერი. მე გთავაზობთ ბავშვის მოტივირების 10 ხერხს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტს ნამდვილად მოგიგვარებთ.

1. დაუნიშნეთ დრო - დადგით ოთახში ტაიმერი, ან უბრალოდ უთხარით, რომ მას აქვს 15-20 წუთი ოთახის დასალაგებლად. გარდა იმისა, რომ მას ასეთი დაკვეთა გაახალისებს, ასევე შესძენს ორგანიზებულობის თვისებას. ის დაფიქრდება, საიდან დაიწყოს და როგორ უფრო ხელსაყრელი იქნება საქმის გაკეთება ისე, რომ დროში ჩაეტიოს. ასეთი დავალებით თქვენ მას დროის მენეჯმენტსაც ასწავლით. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მისიდაჯილდოვება“, თუკი საქმეს ვადაზე ადრე გაართმევს თავს.



2. პლასტმასის ყუთები - ბევრად უფრო სახალისო ასაქმე, როცა მთელი სახლის მასშტაბით გაშლილ სათამაშოებს იღებ და ზუსტად იცი სად მიუჩენ მათ ადგილს. მიეცით ბავშვებს რამდენიმე ფერადი პლასტმასის ყუთი და სთხოვეთ გამოიყენონ აკრეფილი ნივთების მოსათავსებლად.

3. დაახარისხეთ - სახლის დალაგებისას კარგად მუშაობს ასეთი ხერხიც - ეტაპობრივად უთხარით ბავშვებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. მაგ: ახლა ჩვენ იატალიდან ვიღებთ მხოლოდ ბურთებს, ახლა ვიღებთ კუბიკებს, ახლა კი რბილი სათამაშოები შევაგროვოთ.

4. დაუსახელეთ რაოდენობა - ბავშვებს უყვართ, როდესაც რაღაც წინასწარ აქვთ მოცემული და ინსტრუქციას მიჰყვებიან. უთხარით მათ იმ სათამაშოების პირობითი რაოდენობა, რომელიც უნდა აიღონ იატაკიდან. მაგ: ახლა ვიღებთ მხოლოდ 10 სათამაშოს; ახლა ავიღოთ 5 და ..

5. მოტივაცია - მეტი მოტივაციისთვის უმჯობესია შეარჩიოთ დრო, როდესაც მათი საყვარელი შოუს დაწყებას ტელევიზორში 15-20 წუთი აკლია. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მათ - „ახლა სწრაფად დაალაგებთ ყველაფერს, რომ მოასწროთ შოუს ყურება. თუ ვერ მოასწრებთ ვერ უყურებთ“.

6. მუსიკა - ჩაურთეთ მუსიკა საქმის დაწყების წინ. ეს სიტუაციას მეტ მხიარულებასა და სიმსუბუქეს შესძენს. შეგიძლიათ, ყველამ ერთად იცეკვოთ ვიდრე საქმეს შეუდგებიან.

7. წამახალისებელი დაფები - გამოიყენეთ წამახალისებელი დაფები. ასე უკეთ დაინახავენ შესრულებულ სამუშაოსაც და დამსახურებული შექებაც აღნიშნული იქნება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთMelissa and Doug magnetწამახალისებელ დაფას, რომელიც ამაზონზე იყიდება და შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ.

8. 10 წუთიანი სამუშაო დრო - გამოაცხადეთ, რომ ახლა იწყება დალაგების 10 წუთი. ნახავთ როგორ სწრაფად გააკეთებენ ყველაფერს.


9. ვიზუალური სია - ხშირად ბავშვებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, საიდან დაიწყონ დალაგება. ასეთ დროს კარგია თუ მათ მისცემთ ვიზუალურ სიას, სადაც თანმიმდევრულად იქნება აღწერილი რის შემდეგ რას დაალაგებენ. გამოიყენეთ ინტერნეტში მოძიებული ფოტოები.

10. შემთხვევითი შერჩევის პრონციპი - პატარა ფერად ფურცლებზე ჩამოწერეთ შესასრულებელი სამუშაო. შემდეგ გადმოატრიალეთ და მიეცით ბავშვებს ასარჩევად. პრინციპი მარტივია - ვისაც რა შეხვდება აკეთებს იმას.


ვიმედოვნებ, ეს რჩევები დაგეხმარებათ. კარგადაც იხალისებთ ბავშვებთან ერთად და საქმეც რეალურად შეგიმსუბუქდებათ.

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy