ბავშვის ემოციური წრთვნის 5 მნიშვნელოვანი საკითხი



თუ გსურთ კარგი მშობელი იყოთ, მხოლოდ სიყვარულის გაცემა არ კმარა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში მშობლებისა და შვილების ურთიერთობების შესახებ მრავალწლიანი კვლევების ჩატარების შედეგად, მკვლევარმა ჯონ გოთმანმა (John Gottman), გამოკვეთა 5 მარტივი წესი ბავშვის ემოიცების დასარეგულირებლად.

იმისთვის, რომ ბავშვს სწორი ემოციური სისტემა ჩამოვუყალიბოთ საჭიროა:

  1. ემოციების აღიარება;
  2. სიახლოვის გაზრდა;
  3. ემოციის მოსმენა და შეფასება;
  4. სახელის დარქმევა;
  5. ზღვარის დაწესება.

მშობლები, რომელიც ბავშვებს ემოციურად წრთვნიან, სამომავლოდ, მიიღებენ ემოციურ ინტელექტუალებს. ასეთ ბავშვებს მომავალში შეეძლებათ გრძნობების კონტროლი. მათი მთავარი ღირსება კი გაწონასწორებულობა იქნება, აფექტურ სიტუაციებშიც კი.


დამშვიდებული ფსიქიკის მქონე ბავშვებს კი დაავადებებიც ნაკლებად უტევენ. ასეთი ბავშვებს უკეთესი კონცენტრირება შეუძლიათ, ვიდრე სხვებს. ისინი სხვადასხვა ტიპის სოციალურ სირთულეებსაც ადვილად უმკალვდებიან.


თუ მშობლები ბავშვებს უარყოფითი ემოციის გამოხატვას არ უკრძალავენ და, პირიქით, იზიარებენ მათ გრძნობებს, მათ შორის ყალიბდება თანაგრძნობის უნარი. ასეთ ბავშვებს სხვისი დახმარების სურვილიც უფრო მეტად უჩნდებათ. ოჯახის წევრებს შორის ემოციური ურთიერთობა არის საფუძველი იმისა, რომ ბავშვი გაიზარდოს მაღალი მორალური ქცევის და ექნება კარგი მანერები.

ემოციების მართვის გასაღები არის მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა. როდესაც დედა ცუდ ხასიათზეა და მასთან მიდის მამა, რომელიც ეუბნება, რომ იზიარებს მისი დარდის მიზეზს. ამავდროულად კი, ხაზს უსვამს ოპტიმისტურ შედეგებს, ეს ბავშვებისთვის დიდი გაკვეთილი და გამოცდილებაა. ისინი ხედავენ, რომ „მოწყენილობის“ გამოხატვა ცუდი არაა. უბრალოდ მისი მართვა და პოზიტივისკენ მომართვაა აუცილებელი.

როდესაც მშობელი შვილის ეკითხება: „რა მოხდა დღეს სკოლაში?“ და ის უპასუხებს „ყველაფერი კარგად იყო“, მშობელი ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არ არის სიმართლე. მან ემოცია დამალა. აუცილებლად მოხდებოდა სკოლაში ისეთი რამ, რაც მის გაღიზიანებას სულ ცოტათი მაინც გამოიწვევდა. ამიტომ საჭიროა, მშობელი ამგვარი პასუხით არ დაკმაყოფილდეს. დაეხმაროს მას გამოხატოს თუნდაც უკიდურესად ნეგატიური ემოცია, შემდეგ კი მიიყვანოს ის ამბის პოზიტიურ მხარეებთან.


თუ თქვენ ბავშვს არ აუკრძალავთ ტირილს, მოწყენილობას ან სხვა უფრო მძაფრი ემოციის გამოხატვას, თქვენი შვილი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე და ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, რომელსაც არც სოციალური და არც ემოციური პრობლემები არასდროს შეაშინებს.


0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy