United State Department Of Agriculture (USDA) ამერიკის პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან ერთად ეწევა ჯანსაღი კვების პროპაგანდას. აღნიშნულ კამპანიას Myplate ჰქვია და მას 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ კი პერმანენტულად, სხვადასხვა ღონისძიებების სახით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერნეტ სიმბოლო (icon), რომელზეც გამოსახულია ჯანსაღი კვების დღიური რაციონი და საკვების პროპორციები.
გარდა კონკრეტული აქცია-ღონისძიებებისა, შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საკვების მიღების თავისებურებებია განსაზღვრული. ჩვენ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ კვებით რაციონს თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის.
ამჯერად კი თქვენს წინაშე 2 წლის ასაკის ბავშვის დღიური რაციონია.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, ცხრილზე ნაჩვენები ყველა პროდუქტი ერთი დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვას ბავშვმა (მაგ: ბოსტნეულის ყველა სახეობა ერთდროულად არ უნდა იყოს წარმოდგენილი მის თეფშზე. თქვენ მიერ შერჩეულ ბოსტნეულს რაოდენობა (გრამებში) გვერდით უწერია).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment