გახარებულები, მაქსიმალური სიჩქარით სახლებისკენ გავრბოდით, რომ ეს ჯილდო მშობლებისთვის გვეჩვენებინა. მათაც უხაროდათ და ქებას გვიმატებდნენ. სამწუხაროდ, ჩემს სკოლაში ისე იყო, რომ ეს "ქაღალდის მედალი" მეორე დღეს უკან უნდა დამებრუნებინა მასწავლებლისთვის. როგორც ჩანს, ქაღალდის რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ ერთსა და იმავე "მედლებს" მთელი კლასი ვიზიარებდით.
ბავშვებს უყვართ, როდესაც ვაქებთ. კიდევ უფრო მოსწონთ, როდესაც ჩვენს ქებას, რამე ვიზუალური ჯილდოს სახეც აქვს. ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ წამახალისებელი მოქმედებები ბავშვის შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება. ბავშვთა ფსიქოლოგები კი მშობლებს მოუწოდებენ, შედეგების მისაღწევად სწორედ ეს სისტემა გამოიყენენონ.
ასე იყო ქაღალდის მედლების შემთხვევაშიც. ჩემს დროს დახვეწილი დიზაინის ფერადი სტიკერები არ იშოვებოდა. ახლა კი ბავშვის წახალისების უამრავი საშუალება გვაქვს ხელთ.
თუმცა, თქვენი შვილები დაფას ვერ შეინახავენ და ჩემსავით გულდაწყვეტილები დარჩებიან, მიღწევათა არქივი რომ ვერ გააკეთეს.
ინტერნეტში გადავაწყდი ერთ საინტერესო საიტს, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს ორიგინალური დიზაინით და ბავშვის ფოტოების გამოყენებით შექმნას თემატური (მაგ: სასკოლო საგნების მეცადინეობის, საოჯახოს საქმის კეთების, ფიზიკური აქტივობის და ა.შ) "შექების ცხრილი", შემდეგ კი დაბეჭდოს ის მაღალი ხარისხით. და თანაც, ეს ყველაფერი კეთდება უფასოდ.
აღნიშნულ საიტს იხილავთ ამ ლინკზე.
დაბეჭდეთ თქვენი ინდივიდუალური ცხრილი. გააკარით კედელზე თვალსაჩინო ადგილას და შეავსეთ ის ყოველი დღის ბოლოს. ვფიქრობ, ნამდვილად იხალისებთ. თქვენი შვილების მოტივაცია კი ბევრად გაიზრდება.
0 comments:
Post a Comment