ხელნაკეთი, ფერადი და ლამაზი სანიშნე წიგნთან მისვლის ერთ-ერთი მოტივაციაა. თუკი სანიშნეს ჩვენი ხელით დავამზადებთ და პროცესს შემოქმედებითად მივუდგებით, ბავშვის და წიგნის დამეგობრების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება.
წარმოგიდგენთ მარტივი ხელნაკეთი სანიშნეების რამდენიმე ნიმუშს:
ავიღოთ ფერადი ნაჭერი. ზიგზაგიანი მაკრატლით გამოვჭრათ სასურველ ზომაზე. ერთ-ერთ ბოლოში კი მივაკეროთ პატარა ზონარი.
ჩხირებს ერთ ბოლოში ფერადი ფანქრებით დავახატოთ ადამიანის თავი. შემდეგ ტანის ადგილას შემოვახვიოთ ფერადი ქაღალდები და დავაწებოთ. ქაღალდის ბოლოში კი მივახატოთ ფეხები.
უბრალოდ ავიღოთ ფერადი სკრეპები და გამოვაბათ ფერადი ზონარები. თქვენი სანიშნე უკვე მზადაა.
ფერად პრინტერზე ამოვბეჭდოთ ბუს გამოსახულება. შემდეგ გამოვჭრათ და მოვათავსოთ წიგნში ისე, რომ თავი და ყურები უჩანდეს.
ჩხირებზე მივაწებოთ ნაყინის ფორმის მსგავსად გამოჭრილი ქაღალდი. ქაღალდზე შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი წარწერა.
ფერად ქაღალდზე ამოვბეჭდოთ რომელიმე ცხოველის სილუეტი, შემდეგ გამოვჭრათ და სანიშნე მზად არის.
ავითოთ მართკუთხა ფერადი ქაღალდი. ერთ ბოლოში დავახატოთ ან დავაწებოთ თვალები. შემდეგ კი - ცხვირი. ცხვირის კონტურის გასწვრივ ჭრილი გავაკეთოთ და ჩავამაგროთ წიგნში. შეგიძლიათ "თავთან" რამდენიმე ძაფიც ჩაამაგროთ, თმების იმიტაციისთვის.
საქსოვი ძაფისგან გავაკეთოთ ბურთები. ბურთების ბოლოში დარჩენილი ძაფი კი დავწნათ და ჩავამაგროთ წიგნში.
მართკუთხა ფერად ქაღალდს ცალ მხარეს წავუკვეთოთ გვერდები, ისე რომ კუთხე მივიღოთ. შემდეგ სასურველი ადგილი მოვნიშნოთ და გავაკეთოთ ორი სიგრძივი ჭრილი. გაჭრილ მონაკვეთში მოვათავსოთ წინასწარ გამზადებული, რვიანის ფორმაზე გამოჭრილი ფერადი ქაღალდი. ბოლოს მივახატოთ თვალები. "ცხვირზე" და კუდზე კი მივამაგროთ ძაფები.
შედით ბებოს ოთახში, აიღეთ ნაირ-ნაირი ღილების "საცავი". შემდეგ აიღეთ სკრეპები და უბრალოდ დააწებეთ ისინი ერთმანეთზე.
ვფიქრობ, ამ მარტივი გასართობით ძალიან ისიამოვნებთ. ბოლოს კი, წარმოგიდგენთ გამზადებული სანიშნეების საბეჭდ ვერსიას. დააჭირეთ ლინკებს და დაბეჭდეთ ფერად პრინტერზე. სურვილისამებრ გაუკეთეთ ლამინირებაც.
0 comments:
Post a Comment