წვიმა ჭიქაში


მხიარული ექსპერიმენტების სერიაში დღეს წარმოგიდგენთ "ხელნაკეთ" წვიმასა და ღრუბლებს.

ვიდრე ექსპერიმენტს ჩაატარებდეთ, მანამდე ესაუბრებთ ბავშვებს რა არის ღრუბელი და როგორ მოდის წვიმა. წაუკითხეთ შესაბამისი წიგნები და სთხოვეთ, თავადაც ჩაერთო დისკუსიაში. შემდეგ კი შეუდექით საქმეს.

პოსტის ბოლოს, იხილავთ ინგლისურენოვან საბავშვო წიგნებს წვიმის და ზოგადად ამინდის შესახებ. ვფიქრობ, გამოგადგებათ.





რა დაგვჭირდება:


  • საპარსი ქაფი;
  • წყალი;
  • გამჭვირვალე მინის ქილა ან ჭიქა;
  • ლურჯი საღებავი (სასურველია საკვების საღებავი იყოს);
  • საწვეთური.


ქილის 3/4 ავავსოთ წყლით. შემდეგ ავიღოთ ქაფი და დავადოთ წყალს ზემოდან. დაველოდოთ სანამ სრულად არ შეივსება ქაფით ჭიქა.


ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ სუფთა წყალი და შევურიოთ რამდენიმე წვეთი ლურჯი საღებავი.


საწვეთური ავავსოთ ლურჯი წყლით და წვეთ-წვეთ დავასხათ ქაფს ზემოდან. შეგვიძლია საწვეთური ცოტა ღრმად ჩავყოთ ღრუბელში და რამდენიმე წვეთი ასეც ჩავასხათ.


რას შემდეგ, რაც ლურჯი საღებავი "ღრუბლის ფორებს" გაივლის, ჩვენს ქილაში წვიმა დაიწყება.

ამგვარი იმიტაციური თამაშებით თქვენი შვილი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიძენს. 





0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy