ბავშვებისთვის ქიმიური მედიკამენტების ხშირი მიცემა არც ისე სახარბიელოა. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემების გადაჭრის "ნატურალური გზებიც", რომელზე უარს არც მედიცინა ამბობს და შედეგიც ცალსახაა.
პრობლემა:
კოლიკი
გამოსავალი:
გვირილა
გვირილა ამშვიდებს ნაწლავს და ხსნის სპაზმს. ასევე ამშვიდებს ფსიქიკას. გვრილას
აქვს მსუბუქი სედატიური ეფექტიც, რომელიც არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
მოვამზადოთ
გვირილის ძლიერი ნაყენი და შემდეგ 30 მლ.გრ ჩავასხათ ბავშვის საკვებში.
გვირილა მრავალსაუკუნოვანი
ხალხური სამკურნალო საშუალებაა. იტალიაში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა კი აჩვენა, რომ
ბავშვებს, რომელთაც კოლიკი ძუძუთი კვების გამო აწუხებდათ, გვირილის მიღების შემდეგ
85%-ით შეუმცირდათ პრობლემა.
გახსოვდეთ, რომ შესაძლოა
ზოგიერთი ბავშვი ალერგიული აღმოჩნდეს გვირილის მიმართ. თუკი თქვენ ჩაის მიღების შემდეგ
აღმოაჩენთ გამონაყარს, მაშინვე შეწყვიტეთ აღნიშნული მკურნალობა.
პრობლემა: შაქრის
დონის მომატება სისხლში
გამოსავალი:
დარიჩინი
დარიჩინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომელთაც აქვთ უნარი შევიდნენ პირდაპირ
უჯრედში და დაარეგულირონ შაქრის რაოდენობა.
თუმცა იმის, გამო რომ ეს აღმოჩენა ძალიან
ახალია, მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, ზუსტად როგორ მუშაობს დარიჩინი და როგორ ამცირებს
სისხლში შაქრის რაოდენობას.
ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ დარიჩინი იმ დროსაც
ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას თუკი ჩვენ მას საკვებით ან სასმელით ხელოვნურად
გავზრდით.
მკვლევარები დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს ურჩევენ, მისცენ მათ ნახევარი
ჩაის კოვზი დარიჩინი დღეში 2-ჯერ.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის
რაციონი სრულად არ უნდა შეცვალოთ. მიეცით მას ჯანსაღი საკვები და დაუმატეთ ცოტა დარიჩინი.
პრობლემა:
ამოქაფება
გამოსავალი:
საღეჭი რეზინა
საღეჭი რეზინა ასტიმულირებს ნერწყვის ნაკადს, რომელიც ანეიტრალებს
კუჭის
წვენს და
ათავისუფლებს
ბავშვებს ამოქაფებისაგან.
გარდა ამისა, საღეჭი რეზინა დაეხმარება მათ საკვების
მომნელებელი
ტრაქტისკენ
გადაადგილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ძირითადად ახალშობილებს აწუხებთ,
ზოგიერთი 4-6 წლის ბავშვიც იტანჯება ამოქაფებისაგან. მსგავსი სიმპტომი, განსაკუთრებით,
ჭარბ წონიან ბავშვებში შეიმჩნევა.
ბრიტანეთში
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უშაქრო საღეჭ რეზინას შეუძლია, შეამციროს მჟავიანობის
მომატება საყლაპავ მილში, რაც თავის მხრივ შეამცირებს ამოქაფების რისკს.
საღეჭი რეზინა უსაფრთხოა ბავშვებისთვის 4 წლის ასაკიდან.
გახსოვდეთ, უშაქრო
საღეჭი რეზინა კარგია ასევე კბილებიდან ნარჩენების გასასუფთავებლადაც.
პრობლემა:
სასუნთქი გზების ალერგია
გამოსავალი:
ვაშლი
ვაშლი შეიცავს ნივთიერებას კვერცეტინს (Quercetin), რომელიც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის შემცირებას.
ასევე ამშვიდებს ისეთ
სიმპტომებს როგორებიცაა, ცემინება, წყლიანი თვალები, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
გახსოვდეთ, გარდა ვაშლისა, აღნიშნული ნივთიერება არის მოცვის, ჟოლოს და ხახვის შემადგენლობაშიც.
პრობლემა: ხველა
გამოსავალი: თაფლი
თაფლი აწყნარებს ყელის
გაღიზიანებულ საფარ გარსს და ყლაპვის პროცეს ბევრად უმტკივნეულოს ხდის. თაფლი ასევე
შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ანტიმიკრობებს.
ამერიკის ერთ-ერთ
კვლევით ინსტიტუშში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ასამდე 2 წლის ბავშვს დაძინებამდე ნახევარი
საათით ადრე მისცეს 1 კოვზი თაფლი. მათ ყელის მდგომარეობა თაფლის მიღების შემდეგ ბევრად
უფრო გაუუმჯობესდათ, ვიდრე სამკურნალო პრეპარატების მიღებისას.
ძილის წინ თაფლის
მიღება ასევე უზრუნველყოფს პატარების მშვიდ ძილს.
გახსოვდეთ, თაფლი
არ მისცეთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს. მათი იმუნური სისტემა ვერ შეებრძოლება
ზოგიერთ ბაქტერიას, რომელსაც ის შეიცავს.
0 comments:
Post a Comment