თეორიის მოსმენა და დამახსოვრება ბავშვისთვის არც მიმზიდველია და არც მარტივი. მინი-ცდების ჩატარება კი მათ თვალწინ "სამყაროს საიდუმლოებებს" გამოააშკარავებს.
დღეს გთავაზობთ ძალიან მარტივ და სასარგებლო საქმიანობას - შევღებოთ ყვავილები.
რა დაგვჭირდება:
- თეთრი გვირილები ან ვარდები;
- წყალი;
- მინის ჭიქები;
- საკვები საღებავი.
ჭიქებში ჩავასხათ სუფთა წყალი. შემდეგ მათ დავუმატოთ სხვადასხვა ფერის საღებავები. მოვათავსოთ მათში ყვავილები (თითო ჭიქაში თითო ყვავილი). ვიდრე ყვავილებს ჭიქებში ჩავდებდეთ, ავითოთ მაკრატელი და კარგად გადავჭრათ ღერო. ასე წყლის შეწოვას ხელს შევუწყობთ.
ბოლოს, ეს ჭიქები მზიან ადგილას მოვათავსოთ და დაველოდოთ რამდენიმე დღე.
ვიდრე ყვავილები საბოლოოდ შეიწოვენ ფერად წყალს და თავადც გაფერადდებიან, შეგვიძლია, მათ დავაკვირდეთ. მაგ: ჭიქაში წყლის დონემ რამდენით დაიწია, ან უფრო სწრაფად რომელმა ყვავილმა "დალია" წყალი. ზოგიერთი მათგანი ჩრდილში მოვათავსოთ და დავაკვირდეთ მზიან და ჩრდილიან ყვავილებს შორის განსხვავებას.
2-3 დღეში ვნახავთ რომ ჩვენი თეთრი ვარდები/გვირილები გაფერადდა. ბავშვები შედეგით გაოცდებიან, ექსპერიმენტის მიმდინარეობიდან კი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ.
0 comments:
Post a Comment