ჩემთვის, როგორც მშობელისთვის, წვეულების მოწყობის ასეთი ფორმა არადამაკმაყოფილებელი, უშინაარსო და ქარაფშუტულია.
სადღესასწაულო ცენტრებიც და, შესაბამისად, იქ გადახდილი დაბადების დღეებიც ერთმანეთს გადაჭრილი ვაშლივით ჰგავს. იცვლებიან მხოლოდ სტუმრები და იუბილარები. სხვა ყველაფერი ერთნაირია.
- დაბადების დღისთვის შევარჩიოთ მთავარი პერსონაჟი - ბუ;
- მარტივი და ფერადი ბუ-დეკორაციებით გავაფორმოთ მაგიდა და შეძლებისდაგვარად საჭმელი;
- ვთხოვოთ სტუმრებს, ჩაიცვან ბუს გამოსახულებიანი მაისურები/კაბები;
- ტორტის დიზაინზე მოვათავსოთ ბუ;
- დავამზადოთ ბანერი ფოტოსესიისთვის;
- წვეულება გავმართოთ სახლში;
- თუ მოსაწვევებს დავამზადებთ, მაშინ მათზეც ბუ უნდა იყოს გამოსახული, ხოლო ტექსტში აღნიშნეთ, რომ ეპატიჟებით "ბუ ფართიზე".
ასეთ წვეულებაზე მოხვედრილი სტუმრები დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იქნებიან. თქვენი შვილი კი იამაყებს. ყველა გადაღებული ფოტო მათ მეხსიერებასა და ფოტოალბომებში ლამაზ მოგონებად დარჩება.
დროდადრო შემოგთავაზებთ წვეულების სხვა იდეებსაც. მანამდე კი სცადეთ და მოაწყეთ "ბუ ფართი".
ბუების დამზადება მარტივი და შემოქმედებითი პროცესია. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს და ნახატ სქემას, რომელიც საქმეს ძალიან გაგიიოლებთ.
დაამზადეთ ბუ მარტივად, ამ სქემის მიხედვით.
აქ კი იხილეთ ვიდეო, რომელიც ულამაზესი ბუების დამზადებას გასწავლით.
0 comments:
Post a Comment