სავარჯიშო ხელის მოტორიკის გასაუმჯობესებლად


შემოქმედებითი თამაშები ბავშვისთვის ყველა ასაკში აუცილებელია. მისი გონების განსავითარებლად უმჯობესია მსგავსი თამაშები 1 წლის ასაკიდან დაიწყოთ. ისეთი გასართობები, რომლებიც ხელით რაღაცის გამოჭრას ან გაკეთებას მოიცავს, ბევრად უფრო სასარგებლოა თქვენი შვილის.

ჩვენ გთავაზობთ ერთ ძალიან მარტივ თამაშს, რომელიც თქვენ შვილებს ხელის მოტორიკის გავარჯიშებაში დაეხმარება. ასევე ფერთა აღქმას და კომბინაციებს ისწავლის.


რა დაგვჭირდება:

1. ფერადი ფურცლები;
2. პრიალა ქაღალდი (სასურველია სხვადასხვა ფერის);
3. ფერადი ნაჭრები;
4. მაკრატელი;
5. ბისერები ან თვლები;
6. წებოვანი ცელოფანი.

დიდი ფერადის ფურცლებისგან გამოჭერით თევზის ფორმის ფიგურები. შემდეგ წვრილ კუბიკებად დაჭერით ნაჭრები და პრიალა ქაღალდები. წებოვან ცელოფანს ჯერ დააწებეთ თევზის ფორმის ფიგურა, შემდეგ კი თევზის "შიგთავსი" შეავსეთ ნაკუწებით.



საქმის უმეტესი ნაწილი გააკეთებინეთ თავად ბავშვს. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ თევზის გამოჭრაში მიეხმაროთ.


არ მიუთითოთ ბავშვებს სად რომელი ფერი ჩასვან ან რა მასალა გამოიყენონ.


ხელის მოტორიკის განვითარება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა უნარია 1-5 წლის ბავშვისათვის. ეს თამაში ასევე თვალის და ხელის კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.


თამაშის შედეგად მიღებულ ულამაზეს ნამუშევრებს შეგიძლიათ, გადაუღოთ ფოტო, ან სულაც გამოფინოთ თვალსაჩინო ადგილას.














0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy