...... ერთ შორეულ ქვეყანაში ერთი ლამაზი გოგო ცხოვრობდა. ერთხელ ის თავისმა უფლისწულმა მიატოვა და მისი ნამდვილი ზღაპარიც აქ დაიწყო.....
სანდრა ბიანკო ამერიკელი ფოტოგრაფია. ის მხოლოდ ბავშვებს უღებს ფოტოებს, შემდეგ კი ჯადოსნური ხელებით მათ ზღაპრების ნამდვილ გმირებად აქცევს.
მისი ფოტოები ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა ის ფოტოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავია. ყველაფერი კი ძალიან მარტივად დაიწყო:
"ერთ დღეს შეყვარებულს დავშორდი. ეს ჩემთვიდ დიდი სტრესი და მრავალთვიანი ტირილის დასაწყისი აღმოჩნდა. არ მინდოდა არაფერი, არავინ. მხოლოდ ვტიროდი და ვტიროდი. ერთ დილას გადავწყვიტე, რომ სახლიდან უნდა გავსულიყავი. არ ვიცი სად, მაგრამ აუცილებლად უნდა გავსულიყავი სადმე. ავიღე ფოტოაპარატი და წავედი. ამ დღიდან მოყოლებული, რამდენიმე თვე, ვიღებდი ყველაფერს: ხეს, ყვავილს, ციყვებს, ფოთლებს, ბალახს, ქალაქის ხედებს. მოკლედ ყველაფერს,"- ამბობს სანდრა თავის ერთ-ერთ ბლოგში.
რამდენიმე თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ დეპრესია სადაცაა წარსულს ჩაბარდება. ბუნებასთან კონტაქტმა ახალი სული შთაბერა და ახალი სანდრა გააღვიძა.
"ბუნებასთან კონტაქტი ჩემთვის თერაპია აღმოჩნდა. მივხვდი, ფოტოგრაფია ჩემი საქმე იყო. მაგრამ მჭირდებოდა უფრო მეტი, ვიდრე ხე ან ყვავილი. ვიფიქრე, ახალშობილის გადაღება საუკეთესო იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ვიყავი, ჩემს სანაცნობოში ერთი ადამიანიც კი ვერ გავიხსენე, ვისაც ახალშობილი ჰყავდა. დახმარება ჩემს უმცროს ძმას ვთხოვე. რამდენიმე ზარის შემდეგ, მასთან სახლში ერთი უსაყვარლესი ბავშვი მოიყვანეს. სწორედ ამ ბავშვთან ერთად დაიწყო ის ზღაპარი, რომელიც ჩემი პროფესია გახდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული. ვუყურებდი მის ფოტოებს და ცრემლები ჩამომდიოდა",- ამბობს სანდრა.
ასე დაიბადა ფოტოგრაფი სანდრა ბიანკო. მისი ფოტოები შეგიძლიათ, ნახოთ მის
Facebook გვერდზე, ასევე
Pinterest-ზე, ან იხილოთ მისი
საიტი.
ზოგჯერ სანდრა "უცნობი ბავშვების" დღეებს აცხადებს. ამ აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ, გაუგზავნოთ მას თქვენი შვილის სურათი. ის დაამუშავებს მას და სიმბოლურ ფასად დაგიბრუნებთ უკან.
0 comments:
Post a Comment