მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განვითარების ეტაპებიც
მის ინდივიდუალიზმზეა მორგებული, პედიატრები მაინც თანხმდებიან წესებზე, რომლის მიხედვითაც
აფასებენ ბავშვებს.
1 თვის ბავშვი:
მოძრაობს ძალიან მცირედ. ასხვავებს
ფერებს. აფიქსირებს იმ ადამიანის მზერას, მხოლოდ ახლოდან. ცნობს დედის
ხმას,
სუნს,
ხელით
შეხებას.
მუცელზე
წოლისას
ცდილობს,
აწიოს
და
დაიჭიროს
თავი.
2 თვის ბავშვი:
ბევრს იღიმის. ატრიალებს თავს მოსაუბრისკენ. მუცელზე
წოლისას
ცდილობს
დაიჭიროს
თავი.
გამოსცემს
ხმებს
(„აღუს“ მსგავსი). გვერდიდან
ბრუნდება
ზურგზე.
3 თვის ბავშვი:
ცნობს დედას და მამას. იცინის უკვე ხმით. პროტესტის ნიშნად ტირის.
ზოგჯერ კაპრიზობს. ცდილობს ხელი
მოჰკიდოს სათამაშოებს. მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს და თავს მაღლა სწევს.
ბრუნდება ზურგიდან გვერდებზე;
მარტივად პოულობს ხმისა და შუქის წყაროს.
4 თვის ბავშვი:
ცნობს დედას ან იმ ადამიანს, რომელიც დიდ დროს ატარებს მასთან. უპირატესობას ანიჭებს მასთან
ყოფნას.
შესაძლოა
წარმოთქვას პირველი მარცვლებიც. მუცელზე წოლისას უკვე კარგად წევს თავს და მხრებს. ცნობს სათამაშოებს; ჭამის დროს ხელს კიდებს
ძუძუს
ან
ბოთლს.
5 თვის ბავშვი:
ათვალიერებს სურათებს. ღუღუნებს. იწევს
საგნებისკენ. ზოგჯერ იღებს კიდეც და ისვრის. ასხვავებს ნაცნობ
და
უცნობ
სახეებს. დაახლოვებით,
5 წუთი
თამაშობს
სათამაშოებით.
ბრუნდება
ზურგიდან
მუცელზე.
6 თვის ბავშვი:
უსმენს მოსაუბრეს. მზერით
ეძებს
საგნებს,
რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. გადააქვს
სათამაშო
ერთი
ხელიდან
მეორეში. აკეთებს ხმების იმიტირებას. ისვრის სათამაშოებს. ; ცდილობს აიღოს შორს მყოფი სათამაშო. ცდილობს
წამოჯდეს.
7 თვის ბავშვი:
ესმის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა. ემოციურად მიბმულია დედაზე. როცა მას შორდება, ეშინია.
სწავლობს დამოუკიდებლად დაჯდომას. სწავლობს ცოცვას. ტრიალდება ყველა მიმართულებით. შეუძლია წყალი დალიოს
ჭიქიდან. უყვარს სხვადასხვა თამაშები.
8 თვის ბავშვი:
გამოთქვამს მარცვლებს და ტიტინებს. ასრულებს თხოვნას: “მომეცი ხელი“, „ასწიე თავი“.
ასხვავებს
ნაცნობებს და უცხოებს. ეშინია მოულოდნელი ხმაურის. დამოუკიდებლად ზის. ცოცავს.
გადადის
დაბლენდერებულიდან
ჩაჭყლეტილ საკვებზე.
9 თვის ბავშვი:
გვაჩვენებს ცხვირს, პირს და სხეულის სხვა ნაწილებს. იცის ქაღალდის დაჭმუჭვნა. შლის მუყაოსფურცლებიან წიგნს. დამოუკიდებლად
ზის.
ცოცავს. შესაძლოა, ადგეს საყრდენის
გარეშე.
10 თვის ბავშვი:
უსმენს უფროსს და ცდილობს გაიმეოროს ხმოვნები.
იცინის. მოსწონს გართობა.
ერთი
საგნის
დახმარებით
იღებს
მეორეს. გააზრებულად ირჩევს სათამაშოებს.
თამაშობს
ბურთით. ღეჭავს წვრილად დაჭრილ საკვებს.
ავლენს
ინტერესს
სხვა ბავშვების მიმართ.
11 თვის ბავშვი:
გამოსცემს ცხოველებისა და ფრინველების იმიტირებულ ხმებს.
ასრულებს
თხოვნას:
“მომიტანე,
წაიღე...“, უყვარს, როდესაც აქებენ. გეუბნებათ „კის“ და „არას“.
დამშვიდობების
დროს
გიქნევთ
ხელს. ცდილობს თავისი
ხელით
შეჭამოს. კარგად სვამს ჭიქიდან.
შეიძლება
ადიოდეს კიბეზეც.
12 თვის ბავშვი:
წარმოთქვამს ათამდე მარტივ
სიტყვას. დამოუკიდებლად დადის.
გამოხატავს
უარყოფით ემოციას. აწყობს
პირამიდას
და
კუბებს. შეუძლია ითამაშოს ცომითა
და
თიხით. აქვს ზუსტად გამოხატული ინტერესები, საყვარელი თამაში ან საქმიანობა. ცდილობს დახატოს.
ღეჭავს მყარ საკვებს.
იყენებს
კოვზს
და
ჭიქას.
წყარო: Babycenter
0 comments:
Post a Comment