როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბაღს


საბავშვო ბაღში ბავშვის დატოვება ზოგჯერ დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ბავშვების უმეტესობა ტირის, ძნელად ეგუება უცხო გარემოს, დაუცველობის შეგრძნება აშინებს, ვერ შედის კონტაქტში სხვა ბავშვებთან, აპროტესტებს მასწავლებლის მითითებებს, რომელიც ჭამას ან თამაშს უკავშირდება.
იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ ბავშვის მზადება ადრეულ ასაკშივე უნდა დავიწყოთ.






           საუბარი

ბავშვს ადრეულ ასაკშივე შეატყობინეთ, რომ არსებობს დაწესებულება „ბაღი“, რომელშიც ყველა ბავშვმა უნდა იაროს. მალე ეს მისთვის მოცემულობა გახდება და ბარში წავლის დღეს დაელოდება.

        ზღაპრები
მოიფიქრეთ მარტივ სიუჟეტიანი ზღაპარი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ბაღში დადის. მოიფიქრეთ, რას აკეთებს ეს პერსონაჟი ყოველდღიურად და რა თავგადასავლები ელოდება მას ბაღში.




            ლექსები
შეარჩიეთ ისეთი ლექსი, რომელშიც ლაპარაკია ვინმეს ბაღში წასვლაზე, შემდეგ კი ჩასვით შიგ თქვენი შვილის სახელი. თუ მსგავსი ლექსი არ გაგონდებათ, გამოიგონეთ ან სხვა ლექსი გადააკეთეთ.

                ბაღის მეგობარი
ბაღში წავლის პირველ დღეს, ამოარჩიეთ მისი რომელიმე ჯგუფელი. შემდეგ მიიყვანეთ ბავშვი და გააცანით ერთმანეთი. შემდეგ ეცადეთ ცოტა ხანი მაინც გაატარონ ერთად და ითამაშონ. მეორე დღეს თუ თქვენი შვილი გააპროტესტებს ბაღში წასვლას, არ შეეწინააღმდეგოთ. სამაგიეროდ, მთელი დღის განმავლობაში მოუყევით ახალა ამ წუთას რას აკეთებს ბაღში ის მისი გუშინდელი მეგობარი და როგორ ერთობა. უთხარით როდის სადილობს, როდის ეზოში გაჰყავთ. ამ გზით ბავშვს დაანახვებთ, რომ მისგან დამოუკიდებლად რაღაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, თავად კი ამ ყველაფერს გამორჩა.

    

            სათამაშო
ბავშვისგან ფარულად, წინა დღეს ბაღში მიიტანეთ მისი საყვარელი სათამაშო. მეორე დღეს კი უთხარით, რომ სათამაშო მასზე ადრე მიიღეს ბაღში და დღეიდან ერთად ივლიან.

             გასეირნება
სასწავლო წლის დაწყებამდე გაასეირნეთ ბავშვი ბაღის სიახლოვეს, თუ შესაძლებელი იქნება შეიყვანეთ კიდეც ეზოში. აჩვენეთ როგორ ერთობიან სხვა ბავშვები.





                მაგალითის ჩვენება
საყოფაცხოვრებო საუბრებისას გამოიყენეთ შემდეგი წინადადებები: „როცა შენი ძმა ბაღში დადიოდა....“, „შენი ბიძაშვილი თეკლა პირველად რომ წავიდა ბაღში...“, „ჩვენი მეზობელი გვანცას ბაღის ზეიმი....“, ან სულაც „ახლაც კი მახსოვს როგორი კაბა მეცვა ბაღის გამოსაშვებ ზეიმზე“. ამ გზით ბავშვს მიახვედრებთ, რომ ბაღი არაა რამე განსაკუთრებული და იქ ყველა დადიოდა.

                            დაშინება
არასოდეს დააშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით. არ უთხრათ „კარგად მოიქეცი თორემ ბაღში წაგიყვანო“. მისთვის ბაღი მხოლოდ დადებით ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული.



0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy