·
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენი ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის პატარა, დღეში
რამდენჯერმე ისვრის. მათ არც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ ჩამოყალიებული და ყოველი
ჭამისას ჩასვრაც ნორმალურია.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენს პატარას დღეში ძალიან ბევრი სძინავს. მეც
ვნერვიულობდი, ცუდად ხომ არაა-მეთქი, ჭამის დროს რატომ გადააცილა-მეთქი?! მაგრამ არასდროს,
ა რ ა ს დ რ ო ს, არ უნდა გააღვიძოთ ჭამისთვის. მეც ვაღვიძებდი და არ ვიქცეოდი სწორად
თურმე. დაფიქრდით, თქვენ ვინმემ რომ გაგაღვიძოთ, თბილად და ტკბილად რომ გძინავთ და
ბოთლი ჩაგჩაროთ პირში მოგეწონებათ?
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენს პატარას ხელში დაძინებას მიაჩვევთ. ნინის
დაბადებიდან პირველ დღეებში ორივე თავს ბედნიერად ვგრძნობდით ჩემს გულზე რომ ეძინა,
თუმცა შემდეგ ძალიან მარტივადვე მიხვდა, რომ საწოლში წოლაც კარგია. არ დაუჯეროთ არავის.
ეს წუთები არ დაბრუნდება. ის კი ლოგინში წოლას აუცილებლად მიეჩვევა. გინახავთ სადმე
ვინმე დედის და მამის შუაში რომ იწვეს სიკვდილამდე?!
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენს პატარას მუცელი სტკივა და გაზები აწუხებს.
მზად იყავით ამისთვის. ეს ყველა პატარას აწუხებს. მოიმარაგეთ თქვენი პედიატრის რჩევით,
შესაბამისი წამლები და ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე კვირაც და თქვენი შვილი
თავად მოერევა ამ პრობლემას.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენს პატარას სასმელი ან საჭმელი გადასცდა, უბრალოდ
წამოაყენეთ. მთავარია, არ შეგეშინდეთ და არ დაიბნეთ.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენი პატარა სიარულის სწავლისას დაეცა ან თავიც
კი დაარტყა. არ შეგეშინდეთ, ეს მთავარია. მან არ უნდა დაინახოს და არ უნდა იგრძნოს,
რომ მის დამცველსაც ეშინია. ბავშვის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, პატარა ასაკში მცირე დარტყმებსაც იტანს.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენს პატარას პამპერსი უფრო მოსწონს ვიდრე ქოთანი.
არც ესაა პრობლემა. თქვენ ცდა არ დააკლოთ და თუ მაინც, ამ რთულ „რინგზე“ თქვენმა პატარამ
გაჯობათ, არც ესაა პრობლემა. მოვა დრო და თვითონ მოგთხოვთ პამპერსის გახდას. ეს ნამდვილად
ასეა! მეც ძალიან მეჩქარება პამპერის გადაჩვევა დამიჯერეთ, მაგრამ აშკარად „სუსტი მოწინააღმდეგე“
ვარ. გამანადგურებელი ანგარიშით მჯობნის.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენი შვილი სახით დაეცემა და პატარა სილურჯე ექნება
ცხვირზე. ნუ ატეხთ პანიკას და იმ წამსვე ექიმთან ნუ გააქანებთ. პატარები ამის გარეშე
არ იზრდებიან. და სამწუხაროდ, მათ ცხოვრებაში ეს ბოლო შემთხვევა ნამდვილად არ იქნება.
·
დედიკოებო, ნუ
შეგეშინდებათ, თუ თქვენი შვილი ჯერ მხოლოდ თვეებისაა და არც ლაპარაკობს,
არც ლექსებს ამბობს, არც გამართულად დადის, არც ბრძნულ აზრებს ამბობს. უბრალოდ ჯერ
ამისთვის ძალიან პატარაა. ნუ გინდათ დაბადებიდანვე განათლებული შვილი გყავდეთ. დამიჯერეთ,
ზუსტად ასე ვფიქრობდი მეც და ახლაც ამ აზრზე ვარ, რა ვქნა მეც თქვენსავით დედა ვარ,
თან გიჟი დედა.
·
და ბოლოს, დედიკოებო,
ნუ შეგეშინდებათ, თუ თქვენი პატარა ისეთი საყვარელია რომ გული გეკუმშებათ,
უბრალოდ მოეფერეთ მას ძალიან ძალიან ბევრი აკოცეთ. მუდმივად, სულ. ნათქვამია, შვილები,
რომლებიც დედის და მამის სითბოს ინტენსიურად გრძნობენ გაცილებით გონებაგახსნილები და
ბედნიერები არიანო. ნამდვილად ასეა, ნინის სახე მუდმივად უღიმის, უცინის და მისი გონებაც
მუდმივად ახლის ათვისებისთვის მზადაა. ამის არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ ყველა
ბავშვი ასეა. ნამდვილად არაა ასე, ამაშიც მენდეთ!
ქეთი გიგოლაშვილი
ქეთი გიგოლაშვილი
0 comments:
Post a Comment