1. თქვენი და თქვენი მეუღლის ტელეფონის ნომრები
ძიძას დაუტოვეთ თქვენი და თქვენი მეუღლის ტელეფონის ნომრები - მობილურის, ოფისის და სხვა. უთხარით, კარი არ გააღოს ზარის ნებისმიერ დარეკვაზე, თუკი წინასწარ არ არის დაგეგმილი სტუმრის მოსვლა.
2. განსაკუთრებული შემთხვევები
ჩამოუწერეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძროს, პოლიციის ნომრები. ასევე - ყველა ის ნომერი რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში შეიძლება დასჭირდეს. მიეცით თქვენი ნათესავის, ოჯახის წევრის ან სულაც მეგობრის ტელეფონის ნომერიც.
3. სახლის საევაკუაციო გეგმა
აუხსენით როგორ უნდა მოქცეს ხანძრის ან სხვა კატასტროფის შემთხვევაში. უთხარით, როგორ აუხსნას ბავშვს ფორსმაჟორული შემთხვევა, რათა არ შეშინდეს ის.
თუ თქვენი ბავშვი ალერგიულია, ჩამოუწერეთ ყველა ის წამალი რომლის მიცემაც არ შეიძლება. ასევე, დაუტოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას იღებს ბავშვი მოცემულ მომენტში. სასურველია, თუ მისცემთ ექიმის ტელეფონის ნომერსაც.
5. საჭმელი და სასმელი
ჩამოუწერეთ რა უნდა ჭამოს ბავშვმა დღის განმავლობაში და მიეცით ინსტრუქცია საჭმლის მომზადებასთან დაკავშირებითაც. უთხარით ისიც, თუ რა არ ეჭმევა ან არ ესმევა ბავშვს.
6. დღის რეჟიმი
უთხარით ძიძას რამდენ საათში ერთხელ უნდა აჭამოს, როდის დააძინოს და როდის გაასეირნოს. მიუთითეთ იმ წიგნზე, რომელის წაკითხვასაც ბავშვი ძილის წინ ითხოვს. ასევე, კარგი იქნება თუ ძიძას ეცოდინება რომელია ბავშვის საყვარელი სათამაშო.
0 comments:
Post a Comment