ბავშვის დაბადების შემდგომი დეპრესია მამებში


6 წლის წინ კრეიგ მალინსი სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა ფსიქოლოგიის განხრით. ამ პერიოდში ის მამა გახდა. მიუხედავად მისი პროფესიისა, დეპრესიის სიმპტომები შეუმჩნეველი დარჩა. ეს გაგრძელდა იმ დრომდე, ვიდრე მისი გოგონა წლინახევრის არ გახდა.

„ის ჩვენი პირველი შვილია და, შესაბამისად, მე აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ მამობასთან დაკავშირებული ჩემი მოლოდინები რეალობას არ დაემთხვა“,- ამბობს მალინსი. მის გოგონას კოლიკი აწუხებდა და ყოველ დღე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა. მალინსმა და მისმა ცოლმა დაიწყეს რეგულარული კამათი იმის შესახებ, რომ ეს მათ ცხოვრებაში სიახლე იყო და გამაღიზიანებელი არ უნდა ყოფილიყო.

„ეს იყო ერთგვარად ბნელი დრო და ცოტა უიმედოდაც კი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა“,- ამბობს მალინსი, რომელიც ამჟამად უკვე ფსიქოლოგია და მუშაობს მშობლების პოსტ-მშობიარობის დეპრესიაზე კოლორადოში. „მე ვიყავი აბსოლუტურ დეპრესიაში. ამის აღიარება მაღიზიანებდა და იმპულსურს მხდიდა. შვებას ვერაფერში ვპოულობდი.“



მშობიარობის შემდგომი დეპრესია მიიჩნევა, როგორც მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი. ინტერნეტი სავსეა სტატიებითა და კომენტარებით, რომ მსგავსი დეპრესია ემართებათ  ქალებს და კაცები აქ არაფერ შუაში არიან.

სინამდვილეში ეს ასე არ არის და უმჯობესია, ამ დეპრესიას ერქვას მშობლების დეპრესია. ასე უფრო მეტად სამართლიანი იქნება და მეტად დაგვაახლოვებს იმ აზრს, რომ აღნიშნული სიმპტომები მამასაც შეიძლება გაუჩნდეს. კაცების დაახლოვებით 4-10%-ს ეს დეპრესია პარტნიორის ორსულობის პერიოდში ეწყებათ და ბავშვის 1 წლის ასაკამდე გრძელდება. ამის გაუცნობიერებლობამ, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს მამის კარგად ყოფნას და შესაბამისად, ბავშვსაც.

„ვფიქრობ, ხალხი იმიტომ არ აღიარებს მამების დეპრესიას, რომ არ აღიარებენ თანმდევ რისკ-ფაქტორებს,“ - ამბობს კატრინ სტოუნი, „მშობიარობის შემდგომი პროგრესის“ ფონდის წარმომადგენელი. „ალბათ, მათი გადმოსახედიდან ძნელი აღსაქმელია. თუ ბავშვი არ გყავს, ვერც დეპრესიის შესახებ გექნება ინფორმაცია“.


მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შემთხვევები, ნამდვილად მაღალია ქალებში. „ხალხი კაცების მიმართ ასე ფიქრობს - შენ არ გაქვს ორი X  ქრომოსომა, რომ იგივენაირად გტანჯავდეს დეპრესია, როგორც მე“,- ამბობს სტოუნი და ამატებს, რომ ასეთი აზროვნება დიდი შეცდომა და არასწორი წარმოდგენაა. „მართალია, რომ ქალების დეპრესიას ხელს მათი ჰორმონები - ესტროგენი და პროგესტერონიც უწყობს ხელს, მაგრამ ბავშვის დაბადების თანმხლები სტრესიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ეს სტრესი იგივენაირად მოქმედებს კაცებზეც. ზოგიერთი კვლევა კი აჩვენებს, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები კაცის ორგანიზმშიც მიმდინარეობს,“- ამბობს სტოუნი.

„ჩემთვის ბავშვის დაბადება იყო ბევრი სტრესების ნაკრები ხანგრძლივი დროის განმავლობაში - ფინანსური სტრესი. იმაზე ფიქრით გამოწვეული სტრესი, რომ შეიძლება ბავშვს კარგად ვერ ვუვლით,“- ამბობს მალინსი.


„შესაძლოა, მამების დეპრესია იმიტომ არ არის ცნობილი, რომ მას სხვა სიმპტომები აქვს, ან იმიტომ, რომ დეპრესიის ხარისხი ქალებთან შედარებით დაბალია“,- ამბობს მალინსი. ისინი ბევრს არ ტირიან - ეს უმთავრესი სიმპტომია. არადა მუდმივად „გაბზარებულები“ არიან. კაცების უმეტესობა ამ მდგომარეობას ალკოჰოლით „მკურნალობს“ ან  თავს არიდებს მოვალეობებს და სრულად ეფლობა სამუშაოში“.

კვლევები ცხადყოფენ, რომ მამების დეპრესიას აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამან გავლენა წყვილის ურთიერთობაზეც მოახდინოს. ასევე არასახარბიელობა ბავშვისთვისაც.

და ბოლოს, Northwestern’s Feinberg-ის სკოლის მეცნიერი შიიჰან ფიშერი, ამბობს რომ ამ დეპრესიას კაცების და ქალების შემთხვევაში ერთი და იგივე სახელი უნდა ერქვას. მისი გადალახვა ოჯახის კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია.

„ილაპარაკეთ მეტი დეპრესიის შესახებ. ეს საუკეთესო გზაა,“- ამბობს ფიშერი.


ავტორი: Chaterine Pearson
Huffingtonpost

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy