პირველი დღე სკოლაში - ფოტო-იდეები


პირველი დღე სკოლაში - ეს დღე ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლის. ეს არის ცხოვრების ახალი საფეხური, ცხოვრების ახალი სტილი და დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის პირველი ნაბიჯი. როგორც წესი, მშობლები ცრემლებს ვერ იკავებენ ხოლმე, ბავშვებს კი სიახლის მოლოდინი და ინტერესი უბრწყინებთ თვალებს.

განსაკუთრებული მომენტების ფოტოზე აღბეჭდვა აღარ არის არც გასაკვირი, არც ხელმიუწვდომელი. როგორც ყოველთვის, მთავარი ორიგინალური იდეებია.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც თქვენს შვილს ყველაზე სათუთ და საუკეთესო მოგონებებს შეუნახავს.





დააყენეთ ბავშვი სადა ფერის კედელთან. ფოტოს რაკურსი აიღეთ ისე, რომ კადრის ნახევარში ბავშვი თავსდებოდეს, მეორე ნახევარი კი ცარილი დარჩეს. შემდეგ რომელიმე მარტივი პროგრამის საშუალებით ჩამოწერეთ შემდეგი საკითხები: რა სურს რომ გამოვიდეს, რომელია მისი საყვარელი საჭმელი, რომელია მისი საყვარელი TV შოუ, რა არის მისი საყვარელი გასართობი. ბოლოს კი მიაწერეთ ბავშვის სიმაღლე. 


ლამაზ პატარა დაფაზე უბრალოდ დაწერეთ - პირველი დღე სკოლაში.


მოვიდა დრო, როდესაც თქვენი შვილი პირველად წაიღებს ლანჩს სახლიდან. სკოლის პირველი დღის კადრების გადაღებისას არც ეს დეტალი უნდა გამოგრჩეთ.





0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy