კრეატიული დედა ავსტრალიიდან



ავსტრალიელმა დედამ, ანი ნოლანმა თავისი ტყუპი გოგოებისთვის პატარა ბანერები დაამზადა. ბანერებზე ყველა იმ კითხვაზე იყო პასუხი გაცემული, რასაც მას ქუჩაში ხალხი უსვამს.


კრეატიულმა და სახალისო გამოგონებამ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავად ანიმ კი Huffingtonpost-ს მისცა ინტერვიუ.

"როდესაც ბავშვები სასერინოდ დამყავს, უამრავი ადამიანი მაჩერებს და ათას შეკითხვას მისვამს. მათ აინტერესებთ ტყუპები და მათთან დაკავშირებული წვრილმანი საკითხები. ზოგადად, როცა შესაფერისი სიტუაციაა, მეც მიყვარს სხვა მშობლებთან გამოლაპარაკება, მაგრამ რასაც სხვა ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებენ, ცოტა ზედმეტია. ამიტომ მოვიფიქრე ეს ბანერები. ვფიქრობ, მათი ინტერესი დაკმაყოფილდება,"- ამბობს ბავშვების დედა.

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy