ორიგინალური ფორმის სკამი წიგნის წასაკითხად


სამი შვილის მამას ჰან ტეილორს სჯერა, რომ წიგნის კითხვა საუკეთესო რამეა, რაც კი შეგიძლია შენს შვილს გაუკეთო.

როდესაც მას მესამე შვილი შეეძინა, პრობლემის წინაშე დადგა - წიგნის კითხვის დროს სამივე ბავშვს ერთდრულად ვერ ჩაისვამდა კალთაში.

პრობლემის გასაჭრელად ტეილორმა სპეციალური სკამი გამოიგონა, რომელსაც "StoryTime Rocking Chair" დაარქვა. მას სარწეველა ფეხები და სამი ადამიანის დასაჯდომი ადგილი აქვს - შუაში ჯდება ის, ვინც წიგნს კითხულობს. გვერდებზე უფროსი ბავშვები თავსდებიან, პატარას კი მთხრობელი კალთაში სვამს.

თუ თქვენც სამი შვილის მშობელი ხრათ, სცადეთ. მართლაც კომფორტულად გამოიყურება.










0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy