რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს


ძილის მოწესრიგებული გრაფიკი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აუცილებელია, მას საფუძველი ბავშვობიდანვე ჩაეყაროს. დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აუცილებლად უნდა აღდგეს და ანაზღაურდეს.

მშობლები ბევრ პრობლემას აწყდებიან შვილის დაძინებასთან დაკავშირებით და ზოგჯერ ნებდენიან კიდეც, თუმცა პედიატრების თქმით, ეს დაუშვებელია. ძილის ნაკლებობა ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის ნერვულ და იმუნურ პრობლემებსაც კი.

იმისათვის, რომ უკეთ გააკონტროლოთ თქვენი შვილის ძილის რეჟიმი და მშვიდად იყოთ, თუკი მას საკმარისად სძინავს, გთავაზობთ ცხრილს:


სრული ზომის სანახავად, დააჭირეთ სურათს.


მიუხედავად ძილის ამგვარად გაწერილი საათობრივი ნორმებისა, უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ზოგს უფრო მეტად სჭირდება ძილი ზოგს - ნაკლებად. 

რომ არ დაინბეთ და შეშინდეთ, თქვენს თავს დაუსვით სამი კითხვა:

1. დღის განმავლობაში თვლემს თქვენი ბავშვი (მაგ. მანქანაში ჯდომისას) ?
2. დილით გიწევთ მისი გაღვიძება?
3. დღის განმავლობაში ზოგჯერ გაღიზიანებული, დაღლილი და მწყობრიდან გამოსულია?

თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხია "დიახ", მაშინ თქვენს შვილს ძილი აკლია და საჭიროა მიიღოთ ზომები. ეცადეთ, დაეხმაროთ მას გრაფიკის აწყობაში.

პედიატრები, კვლევებზე დაყრდნობით, მშობლებს აფრთხილებენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეს 10-12 საათი ძილი სჭირდება. თინეიჯერობის ასაკიდან კი 8-7 საათიც ჰყოფნით.

წყარო: Babycenter



0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy