რომელი მცენარეებია ბავშვებისთვის უსაფრთხო



ბავშვების უმეტესობას აქვს მიდრეკილება ხელი მოკიდოს ყველაფერს, რაც მის თვალს მიიტაცებს. გამონაკლისი არც ოთახის მცენარეებია. ოჯახი, სადაც ოთახის მცენარეები უყვართ და ბავშვებიც ჰყავთ, აუცილებლად ფრთხილად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ არამომწამლავი და ეკლებისგან თავისუფალი მცენარეები.

სახლის დეკორატორებში არსებობს ცალკე მიმართულება, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ და ოჯახებს რეკომენდაციებს აძლევენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:



ბრომელია (Bromeliaceae)
თუ თქვენ მუქ ფერებში გადაწყვეტილი ოთახის გამოცოცხლება გსურთ, ბრომელია საუკეთესო გამოსავალია. მისი ორიგინალური ორნამენტებით მორთული ფოთლები მდიდრულად გამოიყურება. ყვავილობს არაპირდაპირ სინათლეზე და მოსწონს ნესტიანი ჰავა, რომელიც ოჯახში ხელოვნურად შეგიძლიათ შექმნათ. მცენარე არ არის ტოქსიკური და შეხებისას ბავშვს არაფერ ზიანს არ მოუტანს.




ზებრა (Aphelandra Squarrosa)
ამ მცენარეს აქვს ეგზოტიკური შეხედულება. მისი დაზოლილი ფოთლები ბავშვებში ზებრის ასოციაციას იწვევენ. ეს მცენარე საუკეთესოდ ეგუება სახლის ტემპერატურას. მასაც მოსწონს წყალი.







აფრიკული იები (Saintpaulia)
ხავერდოვანი ფოთლებით ეს მცენარე ყველას აცდუნებს. განსაკუთრებით მიმზიდველი კი სწორედ ბავშვებისთვისაა. ის არატოქსიკური მცენარეა და პირში ჩადების შემთხვევაშიც კი არაფერ ზიანს არ მიაყენებს თქვენს პატარას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მეტისმეტი "შეწუხებისას" შესაძლოა, იამ ზრდა შეაჩეროს, ამიტომ მასთან უერთიერთობისას დაიცავით ზომიერება. ის ადვილად ყვავდება და ამითაც კომფორტულია მისი პატრონისთვის. მოსწონს წყალი და ნათელი ადგილი.



მაიმუნის კუდი (Sedum Morganianum)
ამ თვალის მომჭრელ წვნიან მწვანე მცენარეს უყვარს სინათლე, მაგრამ წყალზე დიდი მოთხოვნილება არ აქვს. მისთვის საუკეთესო იქნება, თუ ჩამოკიდებულ კალათში მოათავსებთ. მის სამშობლოდ მექსიკა ითვლება. ის აბსოლუტურად უვნებელია ბავშვებისათვის.







ბოსტონური გვიმრა (Nophrolepis Exaltata)
ბოსტონური გვიმრა არის შრიალა ფოთლების მქონე მცენარე, რომელიც ძალიან აინტერესებთ ხოლმე პატარებს. მარტივად იზრდება. უყვარს არაპირდაპირი სინათლე და ნოტიო ნიადაგი. გადმოკიდული ფოთლების გამო, სასურველია შემაღლებულ ადგილას შემოდგათ. ის არ არის მომწამლავი და ბავშვისთვის 100%-ით უსაფრთხოა.






შობის კაკტუსი (Schlumbergera) 
ეკლები და უსწორმასწორო ზედაპირი თითქოს ყველა კაქტუსის საერთო მახასიათებელია, მაგრამ შობის კაკტუსი ამ კრიტერიუმებით ნამდვილად არ ჰგავს ნათესავებს. მისი გარეგნული მახასიათებლები არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც კაკტუსებს შორის მხოლოდ ეს ჯიშია ბავშვებთან რეკომენდირებული. მას შწირდება, არაპირდაპირი სინათლე და რეგულარული მორწყვა.





სიმინდა (Dracaena Fragrans)
ეს მცენარე არის წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდან. აბსოლუტურად არატოქსიკურია და დიდ მოვლასაც არ საჭიროებს. გვალვაგამძლე მცენარე გულმავიწყ პატრონს ადვილად იტანს. არაჩვეულებრივად ასუფთავებს ოთხაში ჰაერს და საძინებელ ოთახში მისი შეტანა რეკომინდირებულია.







ობობა (Chlorophytum Comosum)
კიდევ ერთი მცენარე, რომელიც დაკიდებულ კალათში უნდა მოათავსოთ არის ობობა. ეს არატოქსიკური მცენარეც ადვილად იტანს დაუდევრობას. ის ჩრდილშიც მშვენივრად იზრდება და მზეზეც, ასევე დიდად არ ადარდებს ნოტიო ან გამომშრალი ნიადაგი. ბავშვებს იტაცებთ მისი ფორმა, რადგან მასზე ობობას ასოციაცია უჩნდებათ.




0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy