მე, ბებია, ბაბუა და ნინი



შვილი უნდა გაზარდოს დედამ! დიახ დედამ, აი, იმან, ვინც ცხრა თვე მუცლით ატარდა და შემდგომ გააჩინა, ხომ გესმით?! ამას მაშინაც ვამბობდი, როცა დედა არ ვიყავი და ახლაც სულ ვიმეორებ.

დამეთანხმებით ალბათ და ძალიან რთულია შვილს შენიშვნაზე ადექვატური რეაქცია ჩამოუყალიბო და შემდეგ მოსთხოვო მასზე რეაგირება, მაშინ როცა იცის, რომ სახლში დამცველი ან ხშირად დამცველთა მთელი არმია ჰყავს, რომლებიც მის ერთ წამოკრუსუნებაზე, წამოტირებაზე აღარაფერს ვამბობ, სწრაფად დაირაზმებიან და საწყალ დაუცველ პატარას დედის „კლანჭებისგან“ იხსნიან. ნინისაც, როგორც ალბათ სხვა პატარებსაც, არ გასჭირვებიათ ამისი დანახვა და დაფიქსირება და შედეგიც სახეზეა. დედა, მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ თუ უწყრება ხმის ამოუღებლად გარბის „ნუგეშის“ საძებნელად.


მახსოვს ერთხელ ნინის ვაცმევდი ბაბუას (თუმცა თავად ბაბუა ამბობს, რომ ბაბუა კი არა პაპაა, თან საკმაოდ მკაცრად, მაგრამ..) ეზოში უნდა ჩაეყვანა, ძალიან მიძალიანდებოდა ჩაცმისას, მაგრამ იცოდა, რომ ბაბუა მოშორებით იყო და ხმას არ იღებდა, აი, როცა  ბაბუამ გვკითხა შორიდან მზადაა ნინიო, ჩემმა აფერისტმა გოგომ ისეთი ტირილი დაიწყო, თითქოს საშინლად მოვექეცი და ბაბუამისს შესჩივლა, არადა მაშინ 1.2 წლის იყო, არც ახლაა დიდი, მაგრამ ახლა ეს ხერხები უფრო დახვეწა. პირდაპირ მიდის ბაბუა-ბებოსთან, კარებს „ფეხით“ აღებს და ნიშნის მოგების მზერით მეუბნება „აი, ნახე რა მოგივაო“ ბებია-ბაბუასთან კი საწყალ სახეს იღებს და თავს აცოდებს. მოკლედ ეს ცუცქნიტა არსება ისეთ „დახვეწილ“ ხერხებს იყენებს დიდ ადამიანს შეშურდება მისი სამსახიობო ნიჭის. მე კი მაბრაზებს ამ საქციელით, მაგრამ მერე ასევე აფერისტულად გამიღიმებს და აბსოლუტურად განიარაღებული ვარ, ყველაფერი მომენტალურად მავიწყდება. კი ვახსენებ ჩემს თავს, არა ქეთი, არ უნდა გაიცინო, არ უნდა აიყვანო და მოეფერო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, ეჰ, როცა ასეთი თვალებით გიყურებს.

ბევრჯერ მითხოვნია, ჯერ მორიდებულად, კორექტულად, შემდეგ კი შედარებით მკაცრად, გთხოვთ, როცა ვუწყრები და ვეუბნები არ შეიძლება- მეთქი, თქვენ ნუ ეფერებით -მეთქი, მაგრამ როგორც ნინისთან არ ჭრის არაფერი, ასევე ბებია-ბაბუებთანაც. პრინციპში ამ ჩემსავე დაწესებულ წესს, რომელსაც ისედაც არავინ არ იცავს, ხანდახან მეც ვარღვევ ხოლმე.

სამწუხაროდ ასეა, ეს ჩემი ცუცქნიტო კი დღითი დღე იზრდება და ვფიქრობ, რომ ამ ასაკიდანვე უნდა მიხვდეს, რა შეიძლება, რა არა, რომ ამის ჭამა აუცილებელია და საჭირო, რომ ეს უნდა ეცვას და არ უნდა გაიხადოს, რომ აუცილებლად უნდა აიღოს აღებული ნივთი და თავის ადგილას დააბრუნოს. კარადები და თაროები რომ არ უნდა გამოაღოს და გადმოალაგოს და ა.შ. მაგრამ დამცველ ბებია-ბაბუათა რაზმი აქაც ნინის სადარაჯოზეა და ნინისაც თუ სრულად არა ნაწილობრივ მაინც გაზრდილი აქვს უფლებები ოჯახში. აბსოლუტური დიქტატორია. ოთხ ადამიანს საკუთარი სურვილების შესაბამისად მართავს. თვითმყოფადობა ამ ადამიანებს ნინისთან ურთიერთობისას წართმეული აქვთ და არიან მისი თვალებისა და ღიმილის ძალადობის მსხვერპლნი.  ასეა, ასე!


და ბოლოს, გვაცადეთ ბებიებო და ბაბუებო შვილის გაზრდა, თქვენ ხომ უკვე გყავთ გაზრდილი შვილები, რომელთაგანაც ერთი ძალიან მიყვარს და მეორე კი მასზე მეტად!J

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy