როგორ ავიცილოთ თავიდან ბრტყელტერფიანობა


რა ასაკიდან ვლინდება ბავშვის ბრტყელტერფიანობა? ეს კითხვა ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს და შესაბამისად, აინტერესებთ ისიც, როგორ მოიქცნენ ამის თავის ასაცილებლად.

დაბადებისას ბავშვის ტერფები მოქნილი და რბილია, ის ასეთად რჩება მანამდე ვიდრე პირველ დატვირთვას ვერ მიიღებს. შემდეგ კი, ის დაიწყებს განვითარებას და საბოლოო სახეს 10-12 წლის ასაკში მიიღებს. 

დაახლოვებით 2 წლის ასაკში თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა ტიპის ტერფი ექნება თქვენს შვილს, თუმცა ბრტყელტერფიანობას ვერ განსაზღვრავთ. არსებობს 3 ტიპის ტერფი: 

1. დახრილი - ფეხის ცერა თითი დიდია ყველა დანარჩენზე;
2. მომრგვალებული - ფეხის მეორე ან მესამე თითი დიდია ყველა დანარჩენზე;
3. ოთხკუთხედი - ყველა თითი თანაბარი ზომისაა.


როგორ მოვუაროთ ბავშვის ტერფებს?

  • მივცეთ ნება იაროს ფეხშიშველმა იატაკზე. ასე ტერფის კუნთები გავარჯიშდება.
  • ჩავაცვათ ზუსტად თავისი ზომა კოტონის ნასკი. ასე მას ფეხი თბილად ექნება და თან არ ჩაეოფლება. 
  • არ ჩავაცვათ მოჭერილი ნასკი. შესაძლოა ნასკმა მისი ფეხის ფორმა განსაზღვროს. ვეცადოთ ზუსტად მისი ზომა შევარჩიოთ.
  • თუ საძილე პერანგი აცვია ან ფეხებიანი პიჟამო, კარგად შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ მჭიდროდ არ აქვს და თითების განძრევის საშუალება არის.
  • კარგად დავბანოთ ტერფები და გავუმშრალოთ თითებს შორის. სიმშრალის შესანარჩუნებლად, შეგვიძლია პუდრის გამოყენებაც.
  • დავაჭრათ ფრჩხილები, რათა ჩაბრუნება ავიცილოთ თავიდან.



როდის ჩავაცვათ პირველი ფეხსაცმელი?

  • ნუ იჩქარებთ პირველი ფეხსაცმელის ყიდვას. რეალურად, ის მას მაშინ დასჭირდება, როდესაც მზად იქნება გარეთ გასასეირნებლად. მანამდე კი სახლში, შეგიძლიათ ფეხშიშველი ატაროთ. მაგრამ ჯერ კარგად დარწმუნდით, რომ იატაკი საკმარისად თბილი და სუფთაა. 


როგორი ფეხსაცმელი შევარჩიოთ?


  • შეარჩიეთ კომფორტული, რბილი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელსაც ექნება სუპინატორი და კოჭის დასამაგრებელი. უმჯობესია იყოს თასმებზე. 
  • შეარჩიეთ ზუსტი ზომა. წადით პროფესიონალურ მაღაზიაში, წაიყვანეთ პატარაც და ზუსტად მოარგეთ მის ტერფს შესაბამისი მოდელი.
  • შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც თითებთან ადგილი ექნება. უმჯობესია ცერა თითსა და ფეხსაცმლის კიდეს შორის 1 სმ. იყოს დარჩენილი იმისთვის, რომ თითმა იმოძრაოს და გაიზარდოს.
  • ამ ასაკში ბავშვს ფეხი საკმაოდ სწრაფად ეზრდება, ამიტომ ხშირად შეამოწმეთ მისი ზომა. ფეხსაცმლის გამოცვლა დაახლოვებით 6-8 კვირაში ერთხელ მოგიწევთ.




როგორ ავიცილოთ თავიდან ბრტყელტერფიანობა?

ადამიანის ჩონჩხი და მისი შემადგენელი თითოეული ძვალი უზარმაზარ დატვირთვას იღებს სიარულისას ან ნებისმიერი მოძრაობის გაკეთებისას. ეს დატვირთვა სწორედ თაღის საშუალებით მსუბუქდება. ორთოპედები მას ჩონჩხის ერთგვარ ამორტიზატორსაც უწოდებენ. 
იმისათვის, რომ ბავშვის ტერფზე თაღი ჩამოყალიბდეს ორთოპედები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ.

საჭიროა, ბავშვა იაროს ფეხშიშველმა რაც შეიძლება უსწორმასწორო იატაკზე. თაღის ჩამოყალიბებას განაპირობებს კონკრეტული კუნთები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუნთებს ჰქონდეთ სათანადო დატვირთვა. ხშირად, როდესაც, ბავშვებს გლუვ ზედაპირზე უწევთ სიარული, მათ ეს კუნთები ვერ უმუშავდებათ და თაღიც არ ყალიბდება. 



ორთოპედების რჩევით:


  • ბავშვის პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს აუცილებლად მყარი ძირით, კოჭის დამჭერით და სუპინატორით. 
  • პატარას სპეციალურად მოვუწყოთ უსწორმასწორო იატაკი ან დავაყენოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. მაგალითად, ქვიშაზე, წვრილ ქვებზე, რბილ მიწაზე, ბორცვიან ბალახზე. 
  • ორთოპედიულ მაღაზიაში შევიძინოთ სპეციალური ორთოპედიული ნოხი და მასზე მოვუწყოთ სათამაშო კუთხე. 
  • თუ ნოხს ვერ შეიძენთ, მანეჟში ჩასვით ფეხშიშველი და პატარა ტომარით ჩაუდეთ თხილი. შემდეგ უთხარით, ამ თხილზე დადგეს. ასე ტერფის კუნთები იდეალურად აუმუშავდება.
  • 2-3 წლის ასაკში შესთავაზეთ ასეთი თამაში - ორი წრე გააკეთოს ოთახში თითის წვერებზე, შემდეგ ორი წრე - ქუსლებზე მდგომარემ.


რაც შეეხება ორთოპედთან კონსულტაციებს, ეს ბავშვის ჩვილობიდანვე აუცილებელია. წლამდე ასაკის ბავშვის ძირითადი ორთოპედიული მდგომარეობა ფასდება შემდეგ ასაკში - 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, 1 წელი. 

წყარო: Babycenter

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy