როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში



ჩვენს წინა პოსტში ვისაუბრეთ ბავშვის მეტყველების განვითარების ეტაპების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განვითარების ეტაპებს საკუთარი ტემპით გადის, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელივანი ქცევა, რომელიც მას ლაპარაკის სწრაფ სწავლაში დაეხმარება.

ლაპარაკი
კვლევები აჩვენებენ, რომ მშობლები, რომლებიც შვილებს ელაპარაკებიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ მათი მეტყველების განვითარებაში. არ არის აუცილებელი 24 საათი გაბმულად ელაპარაკოთ, მთავარია აღწეროთ რასაც აკეთებთ, მიუთითოთ რამეზე, დაუსვათ კითხვა ან უმღეროთ. ზოგიერთი ბავშვი სიტყვებს დამახიჯებულად ან არასწორად ამბობს, ამიტომ აუცილებელია თქვენ მას გამართული ენით ელაპარაკოთ.


კითხვა
კითხვა არის საუკეთესო გზა, რომ თქვენს შვილს გაუმდიდროთ ლექსიკონი, აჩვენოთ როგორ ებმის წინადადებები ერთმანეთს და როგორ მიმდინარეობს თხრობა. მაგრამ მხოლოდ სიტყვების კითხვა არ კმარა. აჩვენეთ ბავშვს ილუსტრაციები და სთხოვეთ, რომელიმე ნივთი აღმოაჩინოს. ან ჰკითხეთ რა დაემართა ამა თუ იმ პერსონაჟს.

მოსმენა
როდესაც  ბავშვი გელაპარაკებათ, იყავით კარგი მსმენელი. აჩვენეთ, რომ იზიარებთ მის ნათქვამს. მას უფრო მოეწონება თხრობის პროცესი, თუკი ეცოდინება, რომ თქვენ მისი მონათხრობი გაინტერესებთ.


როდის უნდა გავამახვილოთ ყურადღება

თუ თქვენი შვილის მეტყველების განვითარება ძალიან გაღელბევთ ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ზოგჯერ გადაჭარბებულად ნერვიულობენ ხოლმე. გულის დასამშვიდებლად მიიყვანეთ პედიატრთან და ჩაუტარეთ სმენის ტესტი.

პრობლემაზე მიუთითებს:

  • თუკი 12-18 თვის ასაკში ბავშვი არცერთ სიტყვას ან სიტყვის მიმსგავსებულ ბგერებს არ გამოთქვამს. მაგალითად, თუ ის 1 წლისაა და ჯერ არ უთქვამს "მამა" ან "დადა", მაშინ ჯობია სრული გამოკვლევა ჩაუტაროთ.
  • თუკი 19-24 თვის ასაკში ძალიან იშვიათად ცდილობს რამის თქვას და რომ ვერ გაგებინებთ, არ ნერვიულობს.
  • თუკი 25-36 თვის ასაკში არ იცის როდის რას აკეთებს, არ პასუხობს კითხვებს, ვერ აბამს 2 სიტყვიან წინადადებას, ვერ იგებს მარტივ მითითებებს. 


ყველა ასეთ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად წაიყვანეთ შესაბამის ექიმთან და ჩაუტარეთ სრული გამოკვლევა.


თუ ბავშვს ენა ებმის, ეს პირველ ეტაპზე ნორმალურია. მან ჯერ არ იცის როგორ შეუსაბამოს აზროვნების და მეტყველების სიჩქარე ერთმანეთს. თქვენ შეგიძლიათ იგივე წინადადება ნელა გაამეორებინოთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის.

მოგვიანებით, 4-5 წლის ასაკში საჭიროა ნელ-ნელა სწორი გრამატიკული ფორმების გამოყენებასაც მიაჩვიოთ. ამისათვის საუკეთესოა მოკლე ამბების თხრობა. თამაშისას მოაყოლინეთ რა ჭამა ბაღში მისმა მეგომარმა, როგორ გამოიყურებოდა ეს საჭმელი და ა.შ.

დაუსვით კითხვები წარსულში მომხდარ მოვლენებზე ან მომავლის გეგმებზე. ასე მარტივად ისწავლის გრამატიკულ დროებს. ეცადეთ ხაზი გაუსვათ მხოლობით და მრავლობით ფორმებსაც.

0 comments:

Post a Comment

Copyright 2009 ბ612. All rights reserved.
Free WPThemes presented by Leather luggage, Las Vegas Travel coded by EZwpthemes.
Bloggerized by Miss Dothy