დიდი მხიარულება იწყება მათთვის, ვინც თბილისიდან გასვლა ვერ მოახერხა. ასევე მათთვის, ვინც უკვე დაბრუნდა აგარაკიდან ან ჯერაც არ წასულა.
ბავშვების გართობა ყოველთვის დიდ ფიქრს საჭიროებს. ჩვენ, დიდიებმა უნდა მოვიფიქროთ რამე ისეთი, რაც ძალიან გაამხიარულებთ და გაახალისებთ მათ. ამავდროულად, ჩვენ მიერ მოფიქრებულმა თამაშმა რამდენიმე კრიტერიუმიც უნდა დააკმაყოფილოს:
- თამაში უნდა იყოს ახალი;
- თამაში უნდა იყოს 100%-ით უსაფრთხო;
- თამაში უნდა იყოს ისეთი, რომ მთელი დღე თუ არა რამდენიმე საათით მაინც დააკავოს ბავშვები;
- თამაში უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გამეორების სურვილი გაუჩნეთ ბავშვებს.
- თამაში უნდა იყოს უფასო. მის ორგანიზებაში ფული არ უნდა დაგვეხარჯოს.
წარმოგიდნეგთ იმ გასართობების სიას, რომელიც შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა სიამოვნებით გააკეთოთ:
- მოაწყეთ "პიკნიკი" ეზოში ან პირდაპირ ოთახში;
- მოაწყეთ კარავი ოთახში;
- იხტუნავეთ საწოლზე;
- ისეირნეთ ველოსიპედით;
- დარგეთ ან დათესეთ მცენარე;
- ივარჯიშეთ ყველამ ერთად;
- ერთად გამოაცხეთ მარტივი ორცხობილა ან მოამზადეთ ნაყინი;
- იწუწავეთ აივანზე ან ეზოში:
- წადით წიგნის მაღაზიაში და შეარჩიეთ საკითხავი მასალა;
- მისწერეთ წერილები ოჯახის წევრებს და გააფორმეთ კონვერტები;
- წვიმიან დღეს ჩაიცვით ბოტები და იხტუნავეთ გუბეებში.
პოსტის ბოლოს კი შემოგთავაზებთ იმ მხიარულ თამაშებს, რომლებიც თქვენს შვილებს ზაფხულს გაუმხიარულებენ.
გააბით კორიდორში თოკები და შიგ იძრომიალეთ.
საღებავით შეღებეთ წყალი. შემდეგ ჩაასხით ყინულის კონტეინერში და შედეთ მაცივარში. რამდენიმე წუთში ასეთი ფერადი ყინულები გექნებათ.
შეღებეთ ფოთოლი და გააკეთეთ მისი ანაბეჭდი ქაღალდზე.
ფეხზე ამოიცვით ბურთულებიანი პარკები, ჩადექით სხვადასხვა ფერის საღებავში, შემდეგ კი დახატეთ.
და ბოლოს, ნავით გასეირნება არც ისე რთულია. მოიძიეთ სახლში ფოტოზე ნაჩვენები ყველა საჭირო ნივთი და შეუდექით მოგზაურობას.
0 comments:
Post a Comment