ბურთით თამაში
რა დაგვჭირდება: შესაკრავის მქონე ჩანთა. რბილი ბურთი.
ბავშვები
ნივთების გამოყენებას მათთან შეხებით სწავლობენ. მიეცით ბავშვს რბილი ბურთი რომ შეეხოს
და იგრძნოს ის. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოართით ბურთი და მოათავსეთ ჩანთაში. ჩანთა შეკარით და უთხარით ბავშვს გარედან
შეეხოს ხელით ბურთს (იპოვოს ბურთი ჩანთაში გარედან შეხებით). აჩვენეთ ბავშვს როგორ
მოძრაობს და ჩერდება ბურთი ჩანთაში. შეგიძლიათ ბურთთან ერთად ჩანთაში სხვა სათამაშოც
მოათავსოთ.
ესაუბრეთ ყოველდღიურ მოვლენებზე
მოამზადეთ თქვენი
შვილი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან შესახვედრად. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მას
არ ესმის რას ელაპარაკებით, ცდებით. უთხარით მას რომ ყოველ დილა მოდის ძიძა, საღამოს
კი მამა სამსახურიდან ბრუნდება. ან მაგ: დღეს შუადღეს ბებო და პაპა გვესტუმრებიან და
ა.შ. ასეთი კომუნიკაციით იწყება ნდობის ჩამოყალიბება, რაც სამომავლოდ ძალიან დაეხმარება.
შეძენილი უნარი: ნდობა, სასაუბრო ენის განვითარება.
სიურპრიზები
რა დაგვჭირდება: საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი.
ბავშვებს უყვართ შეფუთული
ნივთის გახსნა. აიღეთ მისი საყვარელი სათამაშო და შეფუთეთ ლამაზ ქაღალდში. შემდეგ ის
მოათავსეთ საყიდლების კალათში. მიიყვანეთ ბავშვი ნივთთან და მიეცით გასახსნელად. როცა
ის თავის საყვარელ სათამაშოს ხელახლა აღმოაჩენს ძალიან გაუხარდება.
შეძენილი უნარი: კრეატიული გამოხატვა; შეხებით აღქმის განვითარება.
კოშკი
რა დაგვჭირდება: სათამაშო კუბიკები.
კუბიკებით კოშკის
აშენება ბავშვს უვითარებს მოტორულ და პრობლემის გადაჭრის უნარებს. დასვით ბავშვი იატაკზე,
დაუდეთ წინ კუბიკები. აჩვენეთ როგორ ალაგებთ მათ ერთმანეთზე. დაითვალეთ. მას შემდეგ
რაც კოშკი 3-4 კუბიკის სიმაღლის გახდება, უთხარით ბავშვს - „კოშკი ძალიან მაღალია,
მოდი დაარტყი და დაანგრიე“. კოშკის დაშლისას კი ხმამაღლა თქვით - „კოშკი დაეცა“. შემდეგ
ისევ ხელახლა დავიწყოთ თამაში.
შეძენილი უნარი: თვალის და ხელის კოორდინირება, მხედველობის
განვითარება, ვიზუალური თვალთვალი.
გამდნარი ყინული
რა დაგვჭირდება: ყინულის გასაკეთებელი ჭურჭელი, საჭმლის საღებავი,
პატარა ზომის სათამაშოები.
ეს არის სახალისო
და მარტივი გასართობი თქვენი ბავშვებისთვის ბანაობის დროს. თამაში ეხმარება მათ, აღმოაჩინონ
წყლის თვისებები. დილას, ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში ჩაასხით წინასწარ საჭმლის საღებავით
შეღებილი წყალი (ყველა კუბიკში - სხვადასხვა ფერის) და ჩადეთ შიგნით მინიატურული სათამაშო.
შედგით საყინულეში.
ბავშვის ბანაობის დროს კი, ჩაყარეთ ეს ყინულები აბაზანაში. ის დააკვირდება, როგორ გადნება ყინული, როგორ შეერევა ფერადი წყალი დანარჩენს, შიგნით კი მისი სათამაშოები
აღმოჩნდება. ერთხელ მაინც თუ შესთავაზებთ ნას ამ თამაშს, შემდგომში ეს მისი ფავორიტი
გახდება.
შეძენილი უნარი: ყურადღების მოკრება რაღაც დროის მანძილზე, შეგრძნებების
განვითარება, შეხებით აღქმის განვითარება, მხედველობითი გამჭრიახობა.
მოხატეთ ტროტუარი
რა დაგვჭირდება: პატარა
ფუნჯი და საღებავის ქილა.
აირეთ საღებავი და
პატარა ფუნჯი. წაიყვანეთ ბავშვი სადმე სახლთან ახლოს და აჩვენეთ როგორ ხატავთ ტროტუარს
(შესაძლებელია, გარაჟის იატაკიც).
შეძენილი უნარი: წარმოსახვის
უნარი, მოტორული უნარი, ხელისა და თვალის კოორდინაცია.
0 comments:
Post a Comment