არჩევანი დიდია, მაგრამ ბავშვების დაკვეთა ხშირად ექსკლუზივებამდე მიდის. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ შემოქმედებით და სახალისო იდეებს, რომლებიც რვეულების და ბლოკნოტების ყდის მოხატვას ეხება.
აიღეთ ფერადი წებოვანი ზონარი და დააწებეთ რვეულის ყდას სასურველი რიგითობით.
წებოვანი ფერადი ზონარით გაალამაზეთ რვეულის ყდის კიდეები. შემდეგ სურვილისამებრ დააწებეთ ფერადი ასოები ან სტიკერები.
ინტერნეტიდან ამობეჭდეთ ქალაქის სილუეტის გრაფიკული ვარიანტი. შემდეგ გამოჭერით და დააწებეთ რვეულს ქვედა კიდესთან ახლოს.
ფერადი ჟურნალის ფურცლებისგან გამოჭერით პატარა სამკუთხედები და დააწებეთ რვეულის ყდაზე.
გამოჭერით მართხუთხა ფიგურები, დააწერეთ სასკოლო საგნები და დააკარით შესაბამის რვეულს.
აიღეთ მაგიდის გადასაფარებელი, გამოჭერით რვეულის ზომაზე და დააწებეთ.
სხვადასხვა ფერის ნაჭრის ზონარები გამოაბით ზამბარებიან რვეულს.
ფერადი წებოვანი ქაღალდისგან გამოჭერით წრეები და დააწებეთ რვეულს ყდაზე.
0 comments:
Post a Comment