თუ თქვენს შვილს უყვარს ზღვა და სანაპიროს გასართობები, მაშინ შეგიძლიათ, მისი დაბადების დღე სწორედ ზღვის თემატიკაზე მოაწყოთ. მსგავსი შინაარსის წვეულების მოსაწყობად, სულაც არ არის საჭირო სანაპიროზე იმყოფებოდეთ. მთავარია დეკორაციები და შემოქმედებითი მიდგომა.
იმისათვის, რომ საქმე გაგიადვილდეთ და ფიქრის ნაცვლად, პირდაპირ მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგეთ, წარმოგიდგენთ მარტივ იდეებს.
მაგიდის გადასაფარებლად გამოიყენეთ ლურჯი ნაჭერი. ზემოდან კი დააფინეთ ბადე. ზოგადად, ლურჯი ფერი ამ დღესასწაულზე დომინანტური ფერი უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ საჭმელს თავად ამზადებთ, შეგიძლიათ, საკვების ლურჯი საღებავი გამოიყენოთ.
ფაიფურის თეფშები ცოტა ხნით დაივიწყეთ და კრეკერები ქვიშის ვედროში მოათავსეთ. მასში მოათავსეთ ნიჩბებიც.
მოამზადეთ ხილის უალკოჰოლო წვენი, დაუმატეთ საკვების ლურჯი საღებავი, შიგნით კი მოათავსეთ იალქნიანი მანდარინი.
სუფრაზე პატარა თევზებით სავსე აკვარეუმის მიტანაც არ დაგავიწყდეთ.
მაგიდის ერთ კუთხეში აუცილებლად გამოყავით ადგილი მაფინების ნავსადგურისათვის.
ტორტის დიზაინის უამრავი ვარიანტი შეგიძლიათ მოიფიქროთ. ეს ერთ-ერთი მათგანია.
სუფრა და საკვები დაბადების დღის მხოლოდ ნაწილია. როდესაც სტუმრები ბავშვები არიან, უფრო მნიშვნელოვანი მათი გართობა და გახალისებაა. მოამზადეთ ქვიშით დავსე კონტეინერები. მოამზადეთ ნიჩბებიც და ყველა შესაბამისი სათამაშოც.
წყლის ბურთებით თამაში ნებისმიერ ადგილას შეიძლება. მოამზადეთ იმდენი ბურთი რამდენი სტუმარიც გყავთ დაპატიჟებული.
სტუმრებისთვის მოამზადეთ ფერადი ვედროებიც. დააწერეთ მათზე სახელები და სთოხვეთ, იპოვნონ თავისი ვედრო.
ერთჯერადი თეფშებისგან გააკეთეთ თევზები.
ბოლოს კი, ყველაზე მხიარული გასართობი - ფოტოსესია - მოაწყეთ. კედელზე დაამაგრეთ ბადე და ქაღალდისგან გამოჭრილი ზღვის ცხოველები.
იმიტირებული ლურჯი ტალღების წინ დაამაგრეთ ჩარჩო. წინასწარ, ქაღალდისგან მოამზადეთ მეზღვაურის ქუდი და ჭოგრიტი.
წითელი აბაზანა აქციეთ ნავად. ჩაფინეთ შიგნით ლურჯი პოლიეთილენი. ზემოთ კი დაამაგრეთ ბურთები და ჩარჩო.
0 comments:
Post a Comment